მთავარითემები „ს“საკუთარი თავის გადარჩენა

საკუთარი თავის გადარჩენა

15 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იერემია 38:17
    უთხრა იერემიამ ციდკიაჰუს, „ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: თუ ჩაბარდები ბაბილონის მეფის სარდლებს, მაშინ იცოცხლებ და არც ეს ქალაქი გადაიბუგება ცეცხლში. შენც იცოცხლებ და შენი სახლეულიც.
  2. იერემია 21:9
    ამ ქალაქში დამრჩენი მახვილით, შიმშილით ან შავი ჭირით მოკვდება; ვინც გავა და ქალდეველებს ჩაბარდება, ალყა რომ შემოგარტყეს, იცოცხლებს და ჯილდოდ ექნება თავისი სიცოცხლე.
  3. იერემია 27:12
    ცედეკიას, იუდას მეფეს, ვუთხარი იგივე სიტყვები, რომ მოუხარეთ-მეთქი ქედი ბაბილონის მეფის უღელს, დაემორჩილეთ მას და მის ხალხს, და ცოცხალი გადარჩებით-მეთქი.
  4. იერემია 27:17
    ნუ დაუჯერებთ მათ, ემსახურეთ ბაბილონის მეფეს და ცოცხლები გადრჩებით. რატომ უნდა აოხრდეს ეს ქალაქი?
  5. დაბადება 19:20
    აგერ, ეს ქალაქი უფრო ახლოსაა გასაქცევად, პატარაც არის, იქ შევაფარებ თავს. პატარა ქალაქია, გადავრჩები.
  6. 3 მეფეთა 1:12
    ახლა, მოდი, რჩევას მოგცემ, უშველე საკუთარ თავსა და სოლომონს, შენს შვილს.
  7. ეზეკიელი 3:19
    მაგრამ თუ გააფრთხილებ ბოროტმოქმედს, ის კი არ მოიქცევა თავისი ბოროტებიდან და ბოროტი გზიდან, ის თავის ურჯულოებაში მოკვდება, შენ კი თავს იხსნი.
  8. ეზეკიელი 13:22
    რადგან მართლის გულს ტყუილით ანაღვლიანებთ, მე კი არ დამიმწუხრებია იგი; ბოროტეულს ამხნევებდით, რომ არ მოქცეულიყო თავისი ბოროტი გზიდან და არ შეენარჩუნებინა სიცოცხლე.
  9. 4 მეფეთა 18:32
    სანამ მოვსულვარ და თქვენი ქვეყნის მსგავს ქვეყანაში წამიყვანიხართ, მარცვლეულისა და ღვინის, პურისა და ვაზის, ზეთისხილისა და თაფლის ქვეყანაში, რათა იცოცხლოთ და არ მოკვდეთ; ნუ მოუსმენთ ხიზკიაჰუს, როცა გაქეზებთ: უფალი გვიხსნისო.
  10. ამოსი 2:15
    ვერც მშვილდის დამჭერი აღდგება, ვერც მალემსრბოლი გადარჩება და ვერც ცხენზე ამხედრებული იხსნის თავის სულს,
  11. ამოსი 2:14
    მკვირცხლი დაკარგავს სირბილის უნარს და ძლიერი ძალას ვერ მოიცემს; მამაცი კაცი თავს ვერ დაიხსნის.
  12. მათეს 6:25
    ამიტომ გეუბნებით თქვენ: ნუ ზრუნავთ თქვენი სამშვინველისათვის, რა ჭამოთ ან რა სვათ, ნურც თქვენი სხეულისათვის, რით შეიმოსოთ. განა სიცოცხლე საზრდოზე მეტი არ არის და სხეული – სამოსელზე?
  13. მარკოზის 8:35
    ვისაც სურს თავისი სამშვინველის ხსნა, დაღუპავს მას. ხოლო ვინც ჩემი ან სახარების გულისთვის დაღუპავს თავის სამშვინველს, იხსნის მას.
  14. ლუკას 17:33
    ვინც ეცდება თავისი სამშვინველის გადარჩენას, დაღუპავს მას. ხოლო ვინც დაღუპავს თავის სამშვინველს, გააცოცხლებს მას.
  15. ლუკას 21:19
    მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სიცოცხლე.

← ყველა თემა „ს“-ზე