მთავარითემები „ს“საბრძოლო ყვირილი

საბრძოლო ყვირილი

8 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ესაია 8:9
    აწიოკდით, ხალხებო, და შეძრწუნდით! ყური დაუგდეთ, ქვეყნის ყველა შორეულო მხარეებო! შემოისარტყლეთ და შეძრწუნდით! შემოისარტყლეთ და შეძრწუნდით!
  2. იესო ნავეს ძე 6:5
    და როცა დააყვირებენ ვერძის რქას და გაიგონებთ საყვირის ხმას, მთელმა ხალხმა დასცეს დიდი ყიჟინა და ადგილზევე ჩაიქცევა ქალაქის კედელი, და ავა ხალხი მასზე, თითოეული თავისი მხრიდან.
  3. იესო ნავეს ძე 6:16
    და იყო მეშვიდე ჯერზე, როცა ჩაჰბერეს მღვდლებმა რქის საყვირებს, მაშინ უთხრა იესომ ხალხს: „დაეცით ყიჟინა, რადგან უფალმა ხელში ჩაგიგდოთ ეს ქალაქი!
  4. იესო ნავეს ძე 6:20
    ხალხმა შესძახა და ჩაჰბერეს საყვირებს. და როგორც კი ხალხმა საყვირის ხმა გაიგო, დასცა დიდი ყიჟინა და ადგილზევე ჩაიქცა კედელი, და ავიდა ხალხი ქალაქში, თითოეული თავისი მხრიდან, და აიღეს ქალაქი.
  5. მსაჯული 7:20
    და დააყვირა სამივე გუნდმა საყვირები და დალეწეს დოქები, მარცხენა ხელში ლამპრები ეჭირათ, ხოლო მარჯვენა ხელში საყვირები დასაყვირებლად, და გაჰყვირეს: “მახვილი უფლისათვის და გედეონისათვის!
  6. 1 მეფეთა 17:20
    დილაადრიანად ადგა დავითი, ცხვარი ყარაულს დაუტოვა, აიკიდა ტვირთი და წავიდა, როგორც იესეს ჰქონდა მისთვის ნაბრძანები, და მიადგა ბანაკს, როცა ჯარი ირაზმებოდა და საბრძოლო ყიჟინას სცემდა.
  7. ეზეკიელი 21:22
    მის მარჯვენა ხელში იყო მისნობა – იერუსალიმი, დაედგა კედელსანგრევი მანქანები, გაეხსნა პირი სიკვდილისათვის, აეწია ხმა მხედრული შეძახილით, დაედგა კედელსანგრევი მანქანები კარიბჭეებთან, დაეყარათ მიწაყრილი, აეშენებინათ ციხე-სიმაგრენი.
  8. ამოსი 2:2
    ცეცხლს წავუკიდებ მოაბს და შთანთქავს კერიოთის დარბაზებს; მოკვდება მოაბი აურზაურში, საომარ ყიჟინაში და საყვირის ხმაზე.

← ყველა თემა „ს“-ზე