მთავარითემები „რ“რწმენის ობიექტი

რწმენის ობიექტი

11 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. მარკოზის 11:22
    პასუხად უთხრა მათ იესომ: „გქონდეთ ღმერთის რწმენა!
  2. იოანეს 14:1
    ნუ შეკრთება თქვენი გული. იწამეთ ღმერთი და მიწამეთ მე.
  3. იოანეს 6:29
    იესომ მიუგო: „ეს არის ღმერთის საქმე, რომ ირწმუნოთ ის, ვინც მან მოავლინა”.
  4. საქმეები 20:21
    ვუმოწმებდი იუდევლებსა და ბერძნებს ღვთის წინაშე მონანიებას და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს რწმენას.
  5. იოანეს 5:46
    რადგან მოსესი რომ გწამდეთ, მეც მიწამებდით, ვინაიდან მან ჩემ შესახებ დაწერა.
  6. საქმეები 24:14
    იმას კი ვაღიარებ შენთან, რომ იმ გზით, ესენი მწვალებლობას რომ უწოდებენ, მე ნამდვილად ვემსახურები მამების ღმერთს, და მწამს ყოველივე, რაც ეთანხმება რჯულს და რაც წინასწარმეტყველებმა დაწერეს.
  7. 2 ნეშტთა 20:20
    დილაადრიანად ადგნენ და თეკოაყის უდაბნოსკენ გავიდნენ. გასვლისას ადგა იოშაფატი და თქვა: „ისმინეთ ჩემი, იუდეველნო და იერუსალიმის მკვიდრნო! ირწმუნეთ უფლის, თქვენი ღმერთის და განმტკიცდებით; ირწმუნეთ მისი წინასწარმეტყველების და წარმატება გექნებათ”.
  8. საქმეები 26:27
    წინასწარმეტყველების თუ გწამს, მეფე აგრიპავ? ვიცი, რომ გწამს”.
  9. მარკოზის 1:15
    ამბობდა: „აღსრულდა ჟამი და მოახლოვდა ღმერთის სამეფო. მოინანიეთ და იწამეთ სახარება”.
  10. რომაელთა 4:21
    რადგანაც გულდანდობით სწამდა, რომ ვინც აღთქმა მისცა, მასვე შეეძლო აღთქმის აღსრულებაც.
  11. ებრაელთა 11:13
    რწმენაში დაიხოცა ყველა მათგანი, ისე რომ ვერ მიიღეს აღთქმული, მხოლოდ შორიდან უყურებდნენ, ესალმებოდნენ და აღიარებდნენ, რომ უცხონი და ხიზნები არიან ამ ქვეყანაზე.

← ყველა თემა „რ“-ზე