მთავარითემები „რ“რთული დღეები

რთული დღეები

15 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. 2 კორინთელთა 4:8-9
    ყველაფერში შევიწროებულნი ვართ, მაგრამ არა ვართ დათრგუნულნი. შეწუხებულნი ვართ, მაგრამ არა სასოწარკვეთილნი. დევნილნი ვართ, მაგრამ არა მიტოვებულნი, გადაყრილნი, მაგრამ არა დაღუპულნი.
  2. ფილიპელთა 4:11-13
    გაჭირვების გამო არ ვამბობ ამას, რადგან ვისწავლე კმაყოფილი ვიყო იმით, რაც მაქვს. ვიცი გაჭირვება და ვიცი სიუხვე, შეჩვეული ვარ ყველაფერს და ყოველივეს: გაძღომას და შიმშილს, სიუხვესა და ხელმოკლეობას. ყველაფერი შემიძლია ჩემს განმაძლიერებელში.
  3. იგავნი 24:10
    თუ გასაჭირის დღეს დაეცემი, უძლური ყოფილხარ.
  4. 1 პეტრეს 5:10
    ხოლო ღმერთი ყოველგვარი მადლისა, რომელმაც მოგვიწოდა თავისი სამუდამო დიდებისაკენ ქრისტეში, თქვენი მცირეოდენი ტანჯვის შემდეგ სრულგყოფთ, გაგაძლიერებთ, განგამტკიცებთ და დაგამყარებთ.
  5. იგავნი 3:4-6
    და მოიპოვებ მადლს და კეთილ გაგებას ღვთისა და ადამიანის თვალში. დაენდე უფალს მთელი შენი გულით და შენს გონებას ნუ დაეყრდნობი. ყველა შენს გზაზე შეიცანი იგი და ის გაასწორებს შენს ბილიკებს.
  6. რომაელთა 8:28
    ჩვენ ვიცით, რომ ღვთის მოყვარეთ, რომელნიც მისი განზრახვით არიან ხმობილნი, ყველაფერი შეეწევათ სასიკეთოდ.
  7. იესო ნავეს ძე 1:9
    ხომ ჩაგაგონე, გამაგრდი, გამხნევდი, ნუ შედრკები და ნუ შეშინდები-მეთქი, რადგან შენთან იქნება უფალი, შენი ღმერთი, სადაც კი წახვალ.
  8. 1 პეტრეს 5:8-9
    იფხიზლეთ და ფრთხილად იყავით, რადგანაც თქვენი მტერი ეშმაკი დაძრწის, როგორც მბრდღვინავი ლომი, და მსხვერპლს დაეძებს. წინ აღუდექით მას მტკიცე რწმენით; გახსოვდეთ, რომ იგივე ვნებები ემუქრება თქვენს საძმოს ამ წუთისოფლად.
  9. 2 ნეშტთა 15:7
    თქვენ კი გამტკიცდით და ნუ დაუძლურდება თქვენი ხელები, რადგან თქვენი საქმისაებრ მოგეზღვებათ.
  10. რომაელთა 12:2
    და ნუ მიესადაგებით ამ წუთისოფელს, არამედ შეიცვალენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღვთის ნება - კეთილი, სასურველი და სრულყოფილი.
  11. ფსალმუნები 33:19
    მრავალი სიავე ხვდება მართალს და ყველაფრისგან იხსნის უფალი.
  12. იაკობის 1:2-4
    ყველაფერი სიხარულად შერაცხეთ, ჩემო ძმანო, როცა სხვადასხვა განსაცდელში ვარდებით. რაკიღა იცით, რომ გამოცდა თქვენი რწმენისა დასაბამს აძლევს მოთმინებას; მოთმინების საქმე კი სრულყოფილი უნდა იყოს, რათა თვითონაც სრულქმნილი იყოთ და უზადონი, ყოველგვარი ნაკლის გარეშე.
  13. ესაია 26:3-4
    სულს, რომელიც შენ გენდობა, იფარავ მშვიდობაში, რადგან შენზეა მონდობილი. მიენდეთ უფალს უკუნითი უკუნისამდე, რადგან უფალ ღმერთშია საუკუნო კლდე.
  14. იოანეს 14:27-28
    მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ. სოფელი რომ იძლევა, ისე კი არ გაძლევთ. ნუ შეკრთება თქვენი გული და ნურც შეშინდება. ხომ მოისმინეთ, რომ გითხარით: მივდივარ და დავბრუნდები თქვენთან. რომ გყვარებოდით, გაგიხარდებოდათ, რაკი მამასთან მივდივარ, რადგან ჩემზე დიდია მამა.
  15. ფილიპელთა 4:6-7
    არაფერზე იზრუნოთ, მხოლოდ ლოცვასა და ვედრებაში მადლიერებით აუწყეთ თქვენი სურვილი ღმერთს და ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიფარავს თქვენს გულებს და თქვენს ფიქრებს ქრისტე იესოში.

← ყველა თემა „რ“-ზე