მთავარითემები „რ“რთული ამოცანები

რთული ამოცანები

18 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. გამოსვლა 18:18
    გამოიფიტებით შენც და ეს ხალხიც, რომელიც შენთან არის, რადგან მძიმეა შენთვის ეს საქმე, მარტო ვერ შეძლებ ამის კეთებას.
  2. გამოსვლა 18:26
    და განსჯიდნენ ისინი ხალხს ყოველთვის: ძნელი საქმე მოსესთან მიჰქონდათ, ყოველ წვრილმან საქმეს კი თვითონ წყვეტდნენ.
  3. მეორე რჯული 1:17
    მიკერძოებული ნუ იქნები სამართალში: ერთნაირად მოუსმინე მცირეს და დიდს; ნუ შეშინდებით კაცის წინაშე, რადგან ღვთისაა მართლმსაჯულება; საქმე, რომელიც გემძიმებათ, მომახსენეთ და მე მოვისმენ.
  4. დანიელი 2:11
    რთულია საქმე, მეფე რომ ითხოვს; არავინ არის, ვინც შეძლებდა მის შესრულებას მეფის წინაშე, გარდა ღმერთებისა, რომელთა სამკვიდრებელიც ხორციელთა შორის არ არის”.
  5. დანიელი 5:12
    რადგან დანიელში, რომელსაც მეფე ბელტეშაცარს ეძახდა, საკვირველი სული აღმოჩნდა, ასევე ცოდნა და გონიერება, სიზმრის ახსნის, იგავთა განმარტებისა და კვანძების გახსნის უნარი. ახლა დაუძახეთ დანიელს და ის განგვიცხადებს მნიშვნელობას”.
  6. დანიელი 10:1
    სპარსეთის მეფის, კიროსის მეფობის მესამე წელს სიტყვა გამოეცხადა დანიელს, ბელტეშაცარად წოდებულს; ჭეშმარიტი იყო ეს სიტყვა და დიდ ომს შეეხებოდა; ჩაწვდა იგი ამ სიტყვას და მიხვდა ამ ჩვენებას.
  7. ზაქარია 8:6
    ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: თუ ეს მეტისმეტად რთულია იმ დღეებში დარჩენილი ხალხის თვალში, განა ჩემს თვალშიც რთულია? - ამბობს ცაბაოთ უფალი.
  8. საქმეები 14:18
    ამ სიტყვებით ძლივს შეაკავეს ხალხი, რომ მსხვერპლი არ შეეწირათ მათთვის.
  9. 2 კორინთელთა 12:10
    ამიტომ ვხარობ უძლურებაში, შეურაცხყოფაში, გაჭირვებაში, დევნასა და შევიწროებაში ქრისტეს გულისთვის; ვინაიდან როცა უძლური ვარ, მაშინ ვარ ძლიერი!
  10. ებრაელთა 5:11
    ბევრი გვაქვს სალაპარაკო ამის შესახებ, მაგრამ ძნელია განმარტება, რადგან ყურმძიმენი გახდით.
  11. დაბადება 35:16
    გაემგზავრნენ ისინი ბეთელიდან. ცოტა მანძილი კიდევ იყო ეფრათამდე რახელმა რომ იმშობიარა. და გაუძნელდა მას მშობიარობა.
  12. გამოსვლა 14:25
    დააძრო უფალმა ბორბლები მათ ეტლებს და გაუძნელა სვლა. თქვეს ეგვიპტელებმა: „გავიქცეთ ისრაელიანთაგან, რადგან მათ გამო ებრძვის უფალი ეგვიპტელებს”.
  13. გამოსვლა 18:8
    უამბო მოსემ თავის სიმამრს ყველაფერი, რა უყო უფალმა ფარაონსა და ეგვიპტელებს ისრაელის გამო, ყველა გასაჭირი, რაც გზაში შეხვდათ და თუ როგორ მფარველობდა მათ უფალი.
  14. რიცხვნი 20:14
    და გააგზავნა მოსემ მოციქულები კადეშიდან ედომის მეფესთან ამ სიტყვებით: „ასე ამბობს შენი ძმა, ისრაელი: შენ იცი ყოველი სიძნელე, რომელიც თავს გადაგვხდა.
  15. საქმეები 27:7
    მრავალი დღე ნელა მივცურავდით და როგორც იქნა გავუსწორდით კნიდონს; ჩვენთვის არახელსაყრელი ქარის გამო წინ ვეღარ წავიწიეთ და სალმონის მხრიდან, კრეტასთან მივცურეთ.
  16. 2 ტიმოთეს 3:1
    ეს კი იცოდე, რომ უკანასკნელ დღეებში დადგება საზარელი ჟამი,
  17. იგავები 15:19
    ზარმაცის გზა ეკლიანი ღობესავითაა, წრფელთა გზა კი მოსწორებულია.
  18. გოდება 3:5
    შემომადგა და შემომარტყა სიმწარე და შეჭირვება.

მეოთხე მეფეთა 2:10
უთხრა ელიამ: „ძნელ საქმეს ითხოვ, მაგრამ თუ დამინახავ ატაცებულს, აგისრულდება; თუ ვერ დამინახავ, არ აგისრულდება”.

← ყველა თემა „რ“-ზე