მთავარითემები „რ“რომაელი იმპერატორები

რომაელი იმპერატორები

7 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ლუკას 2:1
    იმ დღეებში გამოქვეყნდა კეისარ ავგუსტუსის განკარგულება: აღეწერათ მთელი მსოფლიოს მოსახლეობა.
  2. ლუკას 3:1
    ტიბერიუს კეისრის მეფობის მეთხუთმეტე წელს, როცა იუდეას პონტოელი პილატე განაგებდა, ჰეროდე გალილეას მეოთხედმთავარი იყო, მისი ძმა ფილიპე - იტირეასა და ტრაქონელთა ოლქის მეოთხედმთავარი, ხოლო ლისანისი - აბილინეს მეოთხედმთავარი.
  3. საქმეები 11:28
    ერთი მათგანი, სახელად აგაბოსი, წამოდგა და სულით გამოაცხადა, რომ მთელ ქვეყნიერებაზე დიდი შიმშილობა ჩამოვარდებოდა, რაც მოხდა კიდეც კლავდიუსის დროს.
  4. საქმეები 18:2
    ნახა იქ ერთი იუდეველი, სახელად აკვილა, წარმოშობით პონტოელი, რომელიც ახალი დაბრუნებული იყო იტალიიდან თავის ცოლთან, პრისკილასთან ერთად, რადგან კლავდიუსის ბრძანებით, ყველა იუდეველს უნდა დაეტოვებინა რომი; და მივიდა მათთან.
  5. ფილიპელთა 4:22
    მოგიკითხავთ ყველა წმიდა, უფ­რო მეტად კი კეისრის სახლე­ულიდან.
  6. საქმეები 25:21
    მაგრამ პავლემ მოითხოვა, მისი საქმე ავგუსტუსის განსახილველად დაეტოვებინათ; მეც ვბრძანე, დაცვის ქვეშ იყოლიონ, ვიდრე კეისარს გავუგზავნი”.
  7. საქმეები 27:1
    იტალიაში ჩვენი გადაცურვა რომ გადაწყდა, პავლე და ზოგიერთი სხვა პატიმარი ავგუსტუსის კოჰორტის ასისთავს, სახელად იულიუსს გადასცეს.

← ყველა თემა „რ“-ზე