ბიბლიის მუხლები თემაზე
როგორ ვიყო დღეგრძელი
12 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- ფსალმუნები 33:12
ვინ არის კაცი, რომელსაც სიცოცხლე სურს და უყვარს დღეგრძელობა სიკეთის სანახავად?
- მეორე რჯული 25:15
სრული და სწორი გქონდეს საწონი, სრული და სწორი გქონდეს საწყაო, რათა დღეგრძელი იყო მიწაზე, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი.
- 1 პეტრეს 3:10
რადგან ვისაც უყვარს სიცოცხლე და კეთილდღეობის ხილვა, შეიკავოს ენა ბოროტისგან და მისი ბაგეები ნუ იტყვიან მზაკვრულს.
- მეორე რჯული 4:40
დაიცავით მისი წესები და მისი მცნებანი, რომელთაც მე გაძლევთ დღეს, რათა კეთილი მოგეგოთ თქვენ და თქვენს ძეებს თქვენს შემდგომ და რათა გაიხანგრძლივოთ დღეები მიწაზე, რომელსაც სამარადისოდ გაძლევთ უფალი, თქვენი ღმერთი.
- იგავები 10:27
უფლის შიში სიცოცხლეს ახანგრძლივებს, ბოროტეულთა წლები კი შემოკლდება.
- გამოსვლა 20:12
პატივი ეცი მამას და დედას, რათა დღეგრძელი იყო შენს მიწაზე, რომელსაც უფალი ღმერთი გაძლევს.
- ეფესელთა 6:3
რათა მოგეცეს სიკეთე და დღეგრძელი იყო დედამიწაზე.
- იერემია 35:7
სახლები არ აიშენოთ, ნურც თესლს დათესავთ, ნურც ვენახს გააშენებთო და არც შეიძინოთო! კარვებში იცხოვრეთ მთელი თქვენი დღეების განმავლობაში, რათა დიდხანს იცოცხლოთ იმ მიწაზე, რომელზეც ხიზნობთო!
- იგავები 4:10
ისმინე შვილო, მიიღე ჩემი ნათქვამი და გაგიმრავლდება სიცოცხლის წლები.
- იგავები 3:2
რადგან დღეგრძელობას, სიცოცხლის წლებს და მშვიდობას შეგმატებენ.
- იგავები 28:16
გონიერებას მოკლებული მმართველი უზომოდ გამომძალველია, ანგარების მოძულე კი დღეგრძელი იქნება.
- იგავები 9:11
ვინაიდან ჩემით გაგიმრავლდება დღენი და მოგემატება სიცოცხლის წლები.