მთავარითემები „რ“როგორ მოვიდა განკურნება

როგორ მოვიდა განკურნება

9 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. მათეს 9:22
    იესო მიუბრუნდა, დაინახა იგი და უთხრა: გამხნევდი, ასულო, შენმა რწმენამ გიხსნა. და მაშინვე განიკურნა ქალი.
  2. ლუკას 8:48
    უთხრა მას: ასულო, შენმა რწმენამ განგკურნა. წადი მშვიდობით!
  3. ლუკას 18:42
    უთხრა იესომ: აახილე! შენმა რწმენამ გიხსნა.
  4. საქმეები 14:9
    ისმენდა იგი პავლეს საუბარს; შეხედა მას პავლემ და დაინახა, რომ ჰქონდა რწმენა განსაკურნებლად,
  5. მარკოზის 1:42
    მყისვე მოშორდა კეთრი და განწმედილ იქნა.
  6. ლუკას 8:42
    დაინახა ქალმა, რომ ვერ დაიმალა, ძრწოლით მიუახლოვდა, დაემხო მის წინაშე და საჯაროდ განაცხადა, რა მიზეზითაც შეეხო და როგორ უცბად განიკურნა.
  7. მარკოზის 5:23
    ევედრებოდა და ეუბნებოდა: ჩემი ქალიშვილი სიკვდილის პირასაა. მოდი და დაასხი ხელები, რომ განიკურნოს და იცოცხლოს.
  8. საქმეები 19:12
    ისე რომ, როცა ავადმყოფებს მისი სხეულიდან აღებულ საბურველებსა და სარტყელებს ადებდნენ, ბოლო ეღებოდა მათ სნეულებას და ავი სულები გამოდიოდნენ მათგან.
  9. იოანეს 5:6
    იესომ მწოლარე რომ დაინახა, მიხვდა, რომ დიდი ხნის სნეული იყო და ჰკითხა: გინდა გამოჯანმრთელდე?

← ყველა თემა „რ“-ზე