ბიბლიის მუხლები თემაზე
როგორ მოდის რწმენა
6 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- რომაელთა 10:17
ამრიგად, რწმენა - მოსმენისაგან, ხოლო მოსმენა - ქრისტეს სიტყვისაგან.
- ებრაელთა 12:2
და ვუმზიროთ რწმენის წინამძღოლსა და სრულმყოფელ იესოს, რომელმაც მომავალი სიხარულისათვის ჯვარი დაითმინა, უგულებელყო სირცხვილი და ღვთის ტახტის მარჯვნივ დაჯდა.
- 1 კორინთელთა 12:9
სხვას რწმენა - იმავე სულით და ზოგს - განკურნების ნიჭები იმავე სულით;
- ეფესელთა 6:23
მშვიდობა ძმებს და სიყვარული რწმენასთან ერთად, მამა ღმერთისგან და უფალ იესო ქრისტესგან.
- 1 ტიმოთეს 1:14
თუმცა ჩვენი უფლის მადლმა უფრო მეტად იმრავლა რწმენითა და სიყვარულით ქრისტე იესოში.
- იობი 11:18
დანდობილად იქნები, რადგან არის იმედი; უსაფრთხოდ მიმოიხედავ და მოისვენებ.