მთავარითემები „რ“როგორ იცის უფალმა ჩვენი გულები

როგორ იცის უფალმა ჩვენი გულები

7 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იგავები 15:11
    უფლის წინაშე ქვესკნელი და ჯოჯოხეთია გაშიშვლებული, მით უმეტეს ადამის შვილთა გულები.
  2. იერემია 20:12
    ცაბაოთ უფალო, რომელიც მართალს ცდი და რომელიც გონებასა და გულს ხედავ, მახილვინე შენი შურისგება მათზე, რადგან შენთვის მომინდია ჩემი საქმე.
  3. მათეს 12:25
    იცოდა იესომ, რას ფიქრობდნენ ისინი და უთხრა მათ: ყოველი სამეფო, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, გაპარტახდება; და ყოველი ქალაქი ან სახლი, რომელიც თავისი თავის წინააღმდეგ გაიყოფა, ვერ გაძლებს.
  4. მარკოზის 2:8
    იესო სულით მაშინვე მიხვდა, რასაც ისინი გულში ფიქრობდნენ, და მიმართა: რატომ ფიქრობთ ასეთ რამეს თქვენს გულებში?
  5. ლუკას 6:8
    მან იცოდა მათი ზრახვები და უთხრა კაცს, რომელსაც ხელი ჰქონდა გამხმარი: ადექი და გამოდი შუაში! ისიც ადგა და დადგა შუაში.
  6. იოანეს 2:25
    არც სჭირდებოდა, რომ ვინმეს დაემოწმებინა ადამიანის შესახებ, რადგან იცოდა, რა იყო ადამიანში.
  7. საქმეები 15:8
    გულთამხილველმა ღმერთმა მათაც დაუმოწმა სულიწმიდის მიცემით, როგორც ჩვენ.

← ყველა თემა „რ“-ზე