მთავარითემები „რ“როცა ხარ ლიდერი

როცა ხარ ლიდერი

12 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ფილიპელთა 2:3
    არაფერი გააკეთოთ ჯიბრით ან პატივმოყვარეობით, არამედ თავმდაბლობით. საკუთარ თავზე მეტად შერაცხეთ ერთმანეთი.
  2. ლუკას 6:31
    როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ.
  3. მათეს 20:26
    მაგრამ თქვენს შორის ასე ნუ იქნება, არამედ, ვისაც თქვენს შორის დიდობა სურს, თქვენი მსახური იყოს.
  4. იოანეს 3:30
    ის უნდა იზრდებოდეს, მე კი ვმცირდებოდე.
  5. იგავნი 11:14
    ბრძნულ რჩევათა გარეშე ეცემა ერი, მრავალი მრჩეველი კი ხსნაა.
  6. ფსალმუნები 77:72
    და მწყემსა ისინი ერთგულებით და თავისი მარჯვე ხელით უძღოდა მათ.
  7. გამოსვლა 18:21
    და ამოარჩიე მთელი ხალხიდან უნარიანი კაცები, ღვთისმოშიშნი, პატიოსანი კაცები, ანგარების მოძულენი, და დაუნიშნე ისინი მათ ათასისთავებად, ასისთავებად, ორმოცდაათისთავებად და ათისთავებად.
  8. 2 ტიმოთეს 2:15
    ეცადე შენი თავი წარუდგინო ღმერთს ღირსეულად, შეურცხვენელ მუშაკად, ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადამცემად.
  9. ლუკას 22:26
    თქვენ კი ასე როდი ხართ. თქვენს შორის უფროსი უმცროსივით იყოს, ხოლო ვინც უფროსობს – მსახურივით.
  10. იგავნი 4:23
    ყველაზე მეტად დაიცავი შენი გული, რადგან მისგან არის სიცოცხლის წყაროები.
  11. გალატელთა 6:9
    სიკეთის კეთება ნუ მოგვეწყინება, რადგან თავის დროზე მოვიმკით, თუ არ მოვდუნდებით.
  12. ებრაელთა 13:17
    მოუსმინეთ თქვენს წინამძღოლებს და დაემორჩილეთ მათ, ვინაიდან ისინი ფხიზლობენ თქვენს სულებზე, როგორც პასუხისმგებელნი, რათა აკეთებდნენ ამას სიხარულით და არ კვნესოდნენ, რადგან ეს სასარგებლო არ არის თქვენთვის.

← ყველა თემა „რ“-ზე