მთავარითემები „რ“რჯულის აღსრულება

რჯულის აღსრულება

21 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. მეორე რჯული 26:16
    გიბრძანებს დღეს უფალი, შენი ღმერთი, ამ წესებისა და სამართლის აღსრულებას; დაიცავი და აღასრულე ისინი მთელი შენი გულითა და მთელი შენი არსებით.
  2. იერემია 26:3-4
    იქნებ შეისმინონ და მობრუნდნენ თავიანთი ბოროტი გზიდან. მაშინ აღარც მე დავუშვებ იმ უბედურებას, მათ რომ ვუპირებდი მათი ბოროტი საქმეების გამო. უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი: თუ არ მომისმენთ და არ ივლით ჩემი რჯულის მიხედვით, წინ რომ დაგიდეთ,
  3. მარკოზის 10:19-20
    იცი მცნებანი: არ იმრუშო, არ კლა, არ იპარო, ცრუმოწმე ნუ იქნები, ნუ იცრუებ, პატივი ეცი შენს მამას და დედას”. მან მიუგო: „მოძღვარო, ყოველივე ამას სიჭაბუკიდან ვიცავ!
  4. ეზეკიელი 33:15
    ვალს დააბრუნებს ბოროტეული, წართმეულს აანაზღაურებს, სიცოცხლის წესებით ივლის და ურჯულოებას აღარ ჩაიდენს, იცოცხლებს და აღარ მოკვდება.
  5. დანიელი 6:5
    მაშინ თქვეს იმ კაცებმა: „ვერავითარ მიზეზს ვერ ვუპოვით დანიელს, თუ ისევ მისი ღმერთის რჯულში არ მოვუნახეთ რაიმე”.
  6. ლუკას 2:27
    სულით აღძრული მივიდა ტაძარში და როცა შეყავდათ მშობლებს ყრმა იესო, რათა მას რჯულის წესისამებრ მოქცეოდნენ,
  7. იოანეს 7:23-24
    თუ ადამიანი წინადაცვეთას მიიღებს შაბათს, რათა არ დაირღვეს მოსეს რჯული, ჩემზე რაღად გაჯავრდით იმის გამო, რომ შაბათს სრულად განვკურნე კაცი? ნუ განიკითხავთ გარეგნულად, არამედ სამართლიანი განკითხვით განიკითხეთ”.
  8. იოანეს 18:31
    უთხრა მათ პილატემ: „წაიყვანეთ და თქვენი რჯულის მიხედვით განსაჯეთ”. იუდევლებმა უპასუხეს: „ჩვენ უფლება არა გვაქვს სიკვდილით დავსაჯოთ ვინმე”.
  9. 1 კორინთელთა 6:12
    ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია; ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ მე არაფერს დავემონები.
  10. ფილიპელთა 3:5-6
    წინადაცვეთილი ვარ მერვე დღეს, მოდგმით ისრაელიანი, ბენიამინის ტომიდან, ებრაელთაგან ებრაელი, რჯულით ფარისეველი, ეკლესიის მოშურნედ მდევნელი, რჯულის სიმართლით უმწიკვლო.
  11. ებრაელთა 8:4
    ხოლო, თუ ქვეყანაზე დარჩებოდა, აღარ იქნებოდა მღვდელი, ვინაიდან აქ არიან მღვდლები, რომლებიც რჯულის თანახმად სწირავენ ძღვენს;
  12. ებრაელთა 10:8
    როცა ზემოთ თქვა: არც მსხვერპლები, არც შესაწირი, არც ყოვლადდასაწველი, არც ცოდვის გამოსასყიდნი, რჯულის თანახმად რომ სწირავენ, არ გეწადა და არც იყოო შენთვის მოსაწონი,
  13. იაკობის 2:8
    თუ ასრულებთ სამეფო რჯულს წერილის მიხედვით: „შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი”, კარგს შვრებით.
  14. მარკოზის 12:28-30
    მივიდა მასთან ერთი მწიგნობარი, რომელიც ყურს უგდებდა მათ კამათს და დარწმუნებულმა, რომ კარგი პასუხი გასცა მათ, ჰკითხა: „რომელია უპირველესი მცნება?” იესომ მიუგო: „უპირველესი ასეთია: ისმინე ისრაელო, უფალი, ღმერთი ჩვენი, ერთადერთი უფალია. შეიყვარე უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით, მთელი შენი გონებით და მთელი შენი ძალით. ეს არის პირველი მცნება.
  15. გალატელთა 5:14
    ვინაიდან მთელ რჯულს ეს ერთი მცნება მოიცავს: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი”.
  16. მათეს 5:17
    არ იფიქროთ, თითქოს რჯულის ან წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად მოვედი. გასაუქმებლად კი არა, აღსასრულებლად მოვედი.
  17. რომაელთა 3:31
    მაშ, ჩვენ რწმენით ვაბათილებთ რჯულს? არამც და არამც; არამედ განვამტკიცებთ რჯულს.
  18. რომაელთა 8:4
    რათა აღსრულდეს რჯულის სიმართლე ჩვენში, რომლებიც დავდივართ არა ხორციელად, არამედ სულიერად;
  19. ეზეკიელი 36:27
    ჩემს სულს ჩავდებ თქვენში და ისე გავაკეთებ, რომ ჩემი წესებით იაროთ და ჩემი სამართალი დაიცვათ და აღასრულოთ.
  20. რომაელთა 13:8
    არავისი არაფერი დაგედოთ ვალად, გარდა ერთიმეორის სიყვარულისა, ვინაიდან სხვისი მოყვარული ასრულებს რჯულს.
  21. რომაელთა 13:10
    სიყვარული ბოროტს არ უზამს მოყვასს. ამიტომ სიყვარული რჯულის აღსრულებაა.

← ყველა თემა „რ“-ზე