მთავარითემები „რ“რჩეულობის აღწერა

რჩეულობის აღწერა

8 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ესაია 42:1
    აი ჩემი მონა, რომელიც ხელით მიჭირავს, ჩემი რჩეული, რომელიც მოიწონა ჩემმა სულმა. დავდებ მე მასზე ჩემს სულს და სამართალს გაუჩენს იგი ხალხებს.
  2. ესაია 45:4
    ჩემი მონის, იაკობის, და ისრაელის, ჩემი რჩეულის გულისათვის მოგიხმე ჩემი სახელით, პატივი დაგდე, თუმცა შენ არ მიცნობდი მე.
  3. 1 ტიმოთეს 5:21
    ღმერთისა და უფალი ქრისტე იესოს და რჩეულ ანგელოზთა წინაშე გაფიცებ, პირუთვნელად დაიცვა ეს და არაფერი გააკეთო მიკერძოებით.
  4. მათეს 24:22
    ის დღეები რომ არ შემოკლდეს, ვერა ხორციელი ვერ გადარჩება. მაგრამ რჩეულთა გულისათვის შემოკლდება ის დღეები.
  5. მათეს 24:31
    და მოავლინებს თავის ანგელოზებს დიდხმიანი საყვირით და შეკრებენ მის რჩეულებს ოთხივე ქართაგან, ცათა ერთი კიდიდან მეორემდე.
  6. საქმეები 9:15
    უთხრა მას უფალმა: „წადი, რადგან ის არის ჩემი რჩეული ჭურჭელი, რათა მიიტანოს ჩემი სახელი წარმართთა, მეფეთა და ისრაელის ძეთა წინაშე.
  7. 2 იოანეს 1:1
    უხუცესი – რჩეულ ქალბატონს და მის შვილებს, რომელნიც მიყვარს ჭეშმარიტებაში, და არა მარტო მე, არამედ ყველას, ვინც კი შეიცნო ჭეშმარიტება,
  8. 2 იოანეს 1:13
    მოგიკითხავენ შენი რჩეული დისწულები. ამინ.

← ყველა თემა „რ“-ზე