მთავარითემები „რ“რასიზმი

რასიზმი

10 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იგავნი 22:2
    მდიდრები და ღარიბები ერთმანეთს ხვდებიან: ყველა მათგანის შემქმნელი კი უფალია.
  2. იგავნი 24:23
    ესეც ბრძენთა გამონათქვამია: მიკერძოება სასამართლოზე კარგი არ არის.
  3. იგავნი 29:13
    ღატაკსა და მჩაგვრელს ერთი აქვთ საერთო; ორივესთვის უფალია თვალის ჩინის მიმცემი.
  4. საქმეები 10:28
    უთხრა: „როგორც იცით, იუდეველ კაცს ეკრძალება ურთიერთობა და დაახლოება უცხოტომელთან; მაგრამ მე ღმერთმა მაჩვენა, რომ არც ერთი ადამიანისთვის არ მეწოდებინა ბიწიერი ან უწმიდური.
  5. საქმეები 10:34-35
    გახსნა ბაგეები პეტრემ და უთხრა: „ჭეშმარიტად ვრწმუნდები, რომ ღმერთი მიკერძოებული არ არის,  არამედ ყოველი ერიდან ღებულობს იგი მის მოშიშებს და სიმართლის მოქმედთ.
  6. საქმეები 17:26
    ერთიდან შექმნა ადამიანთა ყოველი ხალხი, რათა დედამიწის ზურგზე დასახლებულიყვნენ; წინასწარ დააწესა მათ დასასახლებლად დრონი და საზღვრები,
  7. რომაელთა 10:12-13
    და ამაში არ არის განსხვავება იუდეველსა და წარმართს შორის, ვინაიდან ერთი უფალი არის ყველაზე; ის უხვია ყველასათვის, ვინც მოუხმობს მას.  რადგან ყოველი, ვინც მოუხმობს უფლის სახელს, გადარჩება.
  8. გალატელთა 3:28
    და აღარ არსებობს არც იუდეველი და არც ბერძენი, არც მონა და არც თავისუფალი, არც მამრი და არც მდედრი, ვინაიდან თქვენ ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში.
  9. კოლასელთა 3:1
    ამრიგად, თუ ქრისტესთან ერთად აღსდექით, ეძიეთ რაც მაღლაა, სადაც ქრისტე ზის ღმერთის მარჯვნივ.
  10. 1 იოანეს 2:11
    თავისი ძმის მოძულე კი სიბნელეშია და ბნელში დადის და არ იცის საით მიდის, რადგან სიბნელემ დაუბრმავა თვალები.

← ყველა თემა „რ“-ზე