მთავარითემები „ქ“ქრისტიანების სიყვარული

ქრისტიანების სიყვარული

26 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იოანეს 13:34
    ახალ მცნებას გაძლევთ, გიყვარდეთ ერთმანეთი! როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი.
  2. იოანეს 15:12
    ესაა ჩემი მცნება - რომ გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ.
  3. იოანეს 15:17
    ამას გიდებთ მცნებად, რომ გიყვარდეთ ერთმანეთი.
  4. 1 იოანეს 4:11
    საყვარელნო, თუ ღმერთმა ასე შეგვიყვარა, ჩვენც გვმართებს ერთმანეთის სიყვარული!
  5. 1 იოანეს 3:23
    ხოლო მისი მცნება ის არის, რომ გვწამდეს მისი ძის იესო ქრისტეს სახელი და გვიყვარდეს ერთმანეთი, როგორც გვამცნო.
  6. 2 იოანეს 1:5
    ახლა კი გთხოვ, ქალბატონო, ისე არა, თითქოს ახალ მცნებას გწერდე, არამედ იმას, რაც დასაბამიდან გვაქვს, რომ გვიყვარდეს ერთმანეთი.
  7. იოანეს 13:35
    იმით გაიგებს ყველა, რომ ჩემი მოწაფენი ხართ, თუ გეყვარებათ ერთმანეთი”.
  8. 1 იოანეს 4:21
    და ასეთი მცნება გვაქვს მისგან, რომ ღვთის მოყვარულს თავისი ძმაც უყვარდეს!
  9. ფილიპელთა 2:2
    სრულქმენით ჩემი სიხარული: ერთსა და იმავეს იზრახავდეთ, გქონდეთ ერთი და იგივე სიყვარული, იყავით ერთსულოვანნი და ერთაზროვანნი.
  10. გალატელთა 5:13
    ხოლო თქვენ, ძმებო, თავისუფლებისთვის ხართ მოწოდებულნი, ოღონდ ეს თავისუფლება არ გახდეს საბაბი ხორცის საამებლად, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს.
  11. ეფესელთა 4:2
    მთელი თავმდაბლობით, თვინიერებითა და სულგრძელობით შეიწყნარეთ ერთმანეთი სიყვარულში,
  12. ეფესელთა 4:15
    არამედ ჭეშმარიტების სიყვარულით მთქმელნი, ყველაფერში ვიზრდებოდეთ მის მიმართ, ვინც არის თავი, ქრისტე.
  13. რომაელთა 12:10
    ერთმანეთისადმი ძმურ სიყვარულში გულანთებულებმა, პატივისცემაში დაასწარით ერთურთს.
  14. 1 პეტრეს 1:22
    და რაკი ჭეშმარიტებისადმი მორჩილებით განიწმიდეთ თქვენი სულები - უპირფერო, ძმური სიყვარულისთვის, მტკიცედ და სუფთა გულით გიყვარდეთ ერთმანეთი.
  15. 1 პეტრეს 4:8
    უპირველეს ყოვლისა კი, იქონიეთ გულითადი სიყვარული ერთმანეთისადმი, რადგან ცოდვათა სიმრავლეს სიყვარული ფარავს.
  16. 1 პეტრეს 2:17
    ყველას პატივი მიაგეთ, გიყვარდეთ საძმო, ღვთისა გეშინოდეთ, მეფეს პატივი ეცით.
  17. ებრაელთა 13:1
    დარჩით ძმურ სიყვარულში.
  18. 1 იოანეს 3:11
    რადგან ეს არის უწყება, რომელიც დასაბამიდან მოისმინეთ: უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი,
  19. 1 იოანეს 4:7
    საყვარელნო, გვიყვარდეს ერთმანეთი! რადგან სიყვარული ღვთისგანაა; ხოლო ყოველი, ვისაც უყვარს, ღვთისგან არის შობილი და იცნობს ღმერთს.
  20. 1 პეტრსე 3:8
    და ბოლოს, იყავით ყველანი ერთი აზრისანი, გულშემატკივარნი, ძმათამოყვარენი, შემწყნარებელნი, თავმდაბალნი,
  21. 2 პეტრეს 1:7
    ღვთისმოსაობას - ძმათმოყვარეობა, ძმათმოყვარეობას კი - სიყვარული.
  22. 1 თესალონიკელთა 4:9-10
    ხოლო ძმათმოყვარეობაზე საჭირო არ არის თქვენთვის მოწერა, ვინაიდან ღვთის მიერ ხართ განსწავლულნი ერთიმეორის სიყვარულში.  რადგან ასევე იქცევით ყველა ძმის მიმართ მთელ მაკედონიაში, მაგრამ გთხოვთ ძმანო, უფრო მეტად იუხვოთ ამაში.
  23. 1 თესალონიკელთა 5:13
    უაღრესი სიყვარული გამოიჩინეთ მათდამი, მათი საქმის გამო; მშვიდობა გქონდეთ ერთმანეთში;
  24. ეფესელთა 4:16
    ვის მიერაც მთელი სხეული, ერთად შერწყმული და შეერთებული ყოველგვარი სახსრით, რომლითაც არის აღჭურვილი, სხეულის თითოეული ასოს სათანადო მოქმედებით ახორციელებს სხეულის ზრდას, თავისი თავის სიყვარულში აღსაშენებლად.
  25. ფილემონის 1:9
    მაგრამ უფრო გთხოვ სიყვარულით, არა ვინმე სხვა, არამედ მე, მოხუცებული პავლე, ახლა კი პატიმარიც, ქრისტე იესოსთვის;
  26. 2 კორინთელთა 2:8
    ამიტომ, გთხოვთ, სიყვარული გამოიჩინოთ მის მიმართ.

← ყველა თემა „ქ“-ზე