ბიბლიის მუხლები თემაზე
ქრისტიანები
16 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- საქმეები 11:26
და მოხდა ისე, რომ მთელ წელიწადს იკრიბებოდნენ ეკლესიაში და ასწავლიდნენ დიდძალ ხალხს. და პირველად ანტიოქიაში ეწოდათ მოწაფეებს ქრისტიანები.
- საქმეები 26:28
აგრიპამ უთხრა პავლეს: „ცოტაც და ქრისტიანად მაქცევ.
- 1 პეტრეს 4:16
ხოლო თუ იტანჯება როგორც ქრისტესი, ნუ შერცხვება ამისი, არამედ ადიდოს ღმერთი ამის გამო.
- საქმეები 2:44
ყველა მორწმუნე ერთად იყო და ყველაფერი საერთო ჰქონდათ.
- საქმეები 4:32
ყველა მორწმუნეს ერთი გული და ერთი სული ჰქონდა და თავის ქონებას არავინ თავისად არ თვლიდა, არამედ ყველაფერი საერთო ჰქონდათ.
- გალატელთა 6:10
ამგვარად, ვიდრე გვაქვს ჟამი, სიკეთე ვაკეთოთ ყველასთვის, უფრო მეტად კი მათთვის, ვინც რწმენით ჩვენიანია.
- 1 პეტრეს 2:17
ყველას პატივი ეცით, გიყვარდეთ საძმო, ღმერთის გეშინოდეთ, მეფეს პატივი მიაგეთ.
- ებრაელთა 2:11
რადგან განმწმედელი და განწმედილნი ყველანი ერთისგან არიან. ამ მიზეზით არ რცხვენია, უწოდოს მათ ძმები,
- საქმეები 15:3
ამგვარად, ისინი, ეკლესიისგან წარგზავნილები, ფინიკიისა და სამარიის გავლით წავიდნენ და უამბობდნენ იქ წარმართთა მოქცევაზე და ამით ყველა ძმათაგანს დიდ სიხარულს ანიჭებდნენ.
- კოლოსელთა 1:2
კოლოსეში მყოფ წმიდათ და მორწმუნე ძმებს ქრისტეში.
- მათეს 28:19
ახლა წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით.
- საქმეები 6:1
ამ დღეებში, როცა მომრავლდნენ მოწაფეები, ატყდა გაბერძნებულთა დრტვინვა ებრაელობის წინააღმდეგ, ვინაიდან უგულებელყოფილი იყო მათი ქვრივების ყოველდღიური მომსახურება.
- საქმეები 13:52
ხოლო მოწაფეები ივსებოდნენ სიხარულითა და სულიწმიდით.
- საქმეები 14:22
და განამტკიცებდნენ მოწაფეთა სულებს, და ამხნევებდნენ, დარჩენილიყვნენ რწმენაში, რადგან მრავალი ჭირის დათმენა გვმართებს ღმერთის სამეფოში შესასვლელადო.
- 1 იოანეს 3:1
ნახეთ, როგორი სიყვარული მოგვცა მამამ, რათა გვეწოდოს და ვიყოთ ღმერთის შვილები, და ვართ კიდეც. ქვეყნიერება იმიტომ არ გვიცნობს ჩვენ, რომ არ შეიცნო იგი.
- იოანეს 1:12
ხოლო რომელთაც მიიღეს იგი, მისცა მათ ხელმწიფება ღმერთის შვილებად გახდომისა, ვისაც სწამს მისი სახელი,