ბიბლიის მუხლები თემაზე
ქრისტიან მსახურთა მოვალეობები
11 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- მათეს 10:7
და როდესაც მიხვალთ, იქადაგეთ, რომ მოახლოებულია ცათა სასუფეველი.
- მარკოზის 10:43
ნუ იქნება ასე თქვენს შორის, არამედ, ვისაც თქვენს შორის სურს იყოს დიდი, ის თქვენი მსახური იყოს,
- 1 ტიმოთეს 4:12
ნურავინ დაგამცირებს შენი სიჭაბუკის გამო, არამედ მორწმუნეთათვის მაგალითი იყავი სიტყვით, ქცევით, სიყვარულით, რწმენით, სიწმიდით.
- 2 კორინთელთა 5:20
ამგვარად, ჩვენ ქრისტეს მაცნეები ვართ, და თავად ღმერთი შეგაგონებთ ჩვენი მეშვეობით. ქრისტეს სახელით გევედრებით: შეურიგდით ღმერთს.
- ეფესელთა 4:11
და მან დააყენა ერთნი მოციქულებად, მეორენი – წინასწარმეტყველებად, ზოგნი – მახარებლებად, ზოგნი – მწყემსებად და მოძღვრებად,
- 2 ტიმოთეს 1:6
ამის გამო შეგახსენებ, გააღვივო ღმრთის ნიჭი, რომელიც ჩემი ხელდასხმით არის შენში.
- მათეს 28:19
ახლა წადით და მოიმოწაფეთ ყველა ერი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით.
- 1 თესალონიკელთა 2:4
არამედ ვლაპარაკობთ, როგორც ღმერთისაგან გამოცდილები, რომელთაც მოგვენდო სახარება; და ჩვენ ვაამებთ არა ადამიანებს, არამედ ღმერთს, რომელიც გამოსცდის ჩვენს გულებს.
- საქმეები 6:4
ჩვენ კი ლოცვასა და სიტყვის მსახურებას მივუძღვნათ დრო.
- ეფესელთა 6:20
რომლის ბორკილდადებული ელჩიცა ვარ, – რათა გაცხადებით ვილაპარაკო, რისი თქმაც მმართებს.
- საქმეები 22:15
რადგან შენ იქნები მისთვის მოწმე ყველა ადამიანის წინაშე იმის შესახებ, რაც ნახე და მოისმინე.