მთავარითემები „ქ“ქრისტესთან ზიარება

ქრისტესთან ზიარება

12 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. 1 კორინთელთა 10:16
    კურთხევის სასმისი, ჩვენ რომ ვაკურთხებთ, განა ქრისტეს სისხლთან ზიარება არ არის? პური, ჩვენ რომ ვტეხთ, განა ქრისტეს სხეულთან ზიარება არ არის?
  2. ებრაელთა 3:14
    ვინაიდან ქრისტეს თანაზიარნი გავხდით, თუკი რწმენის საწყისს მტკიცედ დავიცავთ ბოლომდე.
  3. ეფესელთა 3:6
    რომ წარმართებიც თანამემკვიდრეები, სხეულის ნაწილები და აღთქმის თანაზიარნი არიან ქრისტეში ხარების მეშვეობით.
  4. გამოცხადება 1:9
    მე ვარ იოანე, თქვენი ძმა და მოზიარე იესო ქრისტეს ჭირში, მეფობასა და მოთმინებაში; ვიყავი კუნძულზე, პატმოსი რომ ჰქვია, ღვთის სიტყვისა და იესო ქრისტეს მოწმობისთვის.
  5. ფილიპელთა 1:30
    იღწვით რა იგივენაირად, ჩემში რომ ნახეთ და ახლაც გესმით ჩემზე.
  6. იოანეს 16:15
    ყველაფერი, რაც მამას აქვს, ჩემია. ამიტომ გითხარით: ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ-მეთქი.
  7. იოანეს 17:10
    ყველაფერი ჩემი შენია, შენი კი - ჩემი. და მე მათში განვდიდდი.
  8. რომაელთა 17:25
    ინებეს და მოვალენიც არიან მათ წინაშე. ვინაიდან, თუ წარმართები ეზიარნენ მათ სულიერში, ხორციელად უნდა მოემსახურონ მათ.
  9. 1 პეტრეს 4:13
    არამედ გიხაროდეთ როგორც ქრისტეს ტანჯვათა მოზიარეებს, რათა მისი დიდების გამოცხადებაშიც იხაროთ და იმხიარულოთ.
  10. 2 პეტრეს 1:4
    რომელთა მიერაც მოგვეცა უაღრესად დიდი და ძვირფასი აღთქმანი, რათა მათი მეშვეობით გავხდეთ ღვთიური ბუნების ზიარნი, განვერიდებით რა გულისთქმით გამოწვეულ ხრწნილებას ამ ქვეყანაზე.
  11. ებრაელთა 6:4
    ვინაიდან შეუძლებელია, რომ ერთხელ უკვე განათლებულნი, რომელთაც მიიღეს ზეციური ნიჭი და სულიწმიდის მოზიარენი გახდნენ,
  12. 1 პეტრეს 3:7
    ასევე თქვენც ქმრებო, გონივრულად მოეპყარით ცოლებს, როგორც უფრო სათუთ ჭურჭლებს, პატივი ეცით, როგორც სიცოცხლის მადლის თანამემკვიდრეებს, რათა ლოცვა არ დაგიბრკოლდეთ.

← ყველა თემა „ქ“-ზე