ბიბლიის მუხლები თემაზე
ქრისტეში სიხარული
8 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- ფილიპელთა 4:4
მარადის იხარეთ უფალში, და კიდევ ვიტყვი: იხარეთ!
- რომაელთა 15:13
ხოლო იმედის ღმერთმა აგავსოთ ყოველგვარი სიხარულით და მშვიდობით რწმენაში, რათა სულიწმიდის ძალით იუხვოთ იმედში.
- რომაელთა 5:11
და არა მარტო ამით, ღმერთითაც ვიქადით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ, რომლის მეშვეობითაც მივიღეთ ახლა შერიგება.
- რომაელთა 8:30
ხოლო ვისაც განუსაზღვრა, მათ მოუწოდა კიდეც, და ვისაც მოუწოდა, ისინი გაამართლა კიდეც; და ვინც გაამართლა, ისინი განადიდა კიდეც.
- რომაელთა 5:3
და არა მარტო ამით, არამედ ჭირითაც ვიქადით, რადგან ვიცით, რომ ჭირი ქმნის მოთმინებას,
- 1 პეტრეს 4:13
არამედ გიხაროდეთ როგორც ქრისტეს ტანჯვათა მოზიარეებს, რათა მისი დიდების გამოცხადებაშიც იხაროთ და იმხიარულოთ.
- 1 თესალონიკელთა 5:16
იხარეთ მუდამ.
- იოანეს 15:11
ეს იმიტომ გელაპარაკეთ, რომ ჩემი სიხარული იყოს თქვენში და სრული იყოს თქვენი სიხარული.