მთავარითემები „ქ“ქრისტეს წინასწარცოდნა

ქრისტეს წინასწარცოდნა

12 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იოანეს 6:64
    მაგრამ თქვენ შორის არიან ისეთებიც, რომელთაც არ სწამთ”. რადგან იესომ თავიდანვე იცოდა, ვინ არიან ურწმუნონი და ვინ არის მისი გამცემი.
  2. იოანეს 13:1
    პასექის დღესასწაული ახლოვდებოდა. იესომ იცოდა, რომ დადგა ამ წუთისოფლიდან მამასთან მისი გადასვლის ჟამი. შეიყვარა რა თავისიანები, წუთისოფელში რომ იყვნენ, ბოლომდე უყვარდა ისინი.
  3. იოანეს 13:11
    რადგან იცოდა ვის უნდა გაეცა, ამიტომ თქვა, ყველანი არ ხართო სუფთა.
  4. იოანეს 18:4
    იესომ იცოდა რა ყველაფერი, რაც მოელოდა, გამოვიდა და ჰკითხა მათ: „ვის ეძებთ?
  5. იოანეს 19:28
    ამის შემდეგ, იცოდა რა იესომ, რომ უკვე ყველაფერი დასრულდა წერილის აღსასრულებლად, თქვა: „მწყურია!
  6. მარკოზის 8:31
    დაუწყო სწავლება, რომ ძე კაცისას მრავალი ტანჯვის ატანა მოუწევდა; რომ მას უარყოფენ უხუცესები, მღვდელმთავრები და მწიგნობრები, მოკლავენ და მესამე დღეს აღდგება.
  7. ლუკას 22:37
    თქვენ გეუბნებით, რომ უნდა აღსრულდეს ჩემზე დაწერილი: ‘ბოროტმოქმედებთან შეირაცხა’, რადგან ის, რაც ჩემზეა დაწერილი, დასასრულს უახლოვდება”.
  8. ლუკას 24:7
    რომ ძე კაცისა ცოდვილ კაცთა ხელთ უნდა გადაეცეს, ჯვარს ეცვას და მესამე დღეს აღდგეს”.
  9. იოანეს 7:33
    იესომ თქვა: „მცირე ხანს ვიქნები თქვენთან და წავალ მასთან, ვინც მომავლინა;
  10. იოანეს 14:28
    ხომ მოისმინეთ, რაც გითხარით: მე მივდივარ და კვლავ მოვალ თქვენთან. რომ გყვარებოდით, გაიხარებდით, რადგან ვთქვი: მამასთან მივდივარ-მეთქი, რადგან მამა ჩემზე დიდია.
  11. იოანეს 16:16
    ცოტაც და, ვეღარ მიხილავთ; კიდევ ცოტაც და, მიხილავთ, ვინაიდან მამასთან მივდივარ”.
  12. იოანეს 17:11
    მე აღარ ვარ წუთისოფელში, ისინი კი წუთისოფელში არიან; მე შენთან მოვდივარ. წმიდა მამავ, შენი სახელით დაიცავი ესენი, შენ რომ მომეცი, რათა ჩვენსავით ერთნი იყვნენ!

← ყველა თემა „ქ“-ზე