მთავარითემები „ქ“ქრისტეს სისავსე

ქრისტეს სისავსე

8 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იოანეს 1:16
    მისი სისავსიდან მივიღეთ ყველამ მადლი მადლისა წილ.
  2. ეფესელთა 1:22
    და ყოველივე დაამხო მის ფერხთა ქვეშ და დაუმორჩილა, და ის დაადგინა ყოველივეზე მაღლა, თავად ეკლესიისა,
  3. ეფესელთა 1:23
    რომელიც მისი სხეულია, სისრულე აღმავსებლისა ყოველივესი ყოველივეში.
  4. ეფესელთა 4:13
    ვიდრე ყველანი მივაღწევდეთ რწმენის ერთიანობას და ღვთის ძის შემეცნებას, რათა გარდავიქმნათ სრულქმნილ კაცად, ქრისტეს სისრულის ასაკის ზომისამებრ.
  5. კოლასელთა 1:19
    ვინაიდან სასურველი იყო მამისთვის, რომ მასში დამკვიდრებულიყო მთელი სისავსე,
  6. კოლასელთა 2:9
    ვინაიდან სხეულებრივად მასშია დამკვიდრებული ღვთაებრიობის მთელი სისავსე;
  7. კოლასელთა 2:10
    და სრულქმნილნი ხართ მასში, ვინც ყოველი მთავრობისა და ხელმწიფების თავია.
  8. იოანეს 1:14
    და სიტყვა გახდა ხორცი და დამკვიდრდა ჩვენ შორის მადლითა და ჭეშმარიტებით აღსავსე და ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება, როგორც მამისგან მხოლოდშობილის დიდება.

← ყველა თემა „ქ“-ზე