მთავარითემები „ქ“ქრისტეს სიკვდილის ფაქტები

ქრისტეს სიკვდილის ფაქტები

14 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ფილიპელთა 2:8
    აღმოჩნდა რა ადამიანის სხეულში, თავი დაიმდაბლა და მორჩილი გახდა სიკვდილამდე და თანაც ჯვარცმით სიკვდილამდე.
  2. მათეს 27:50
    ხოლო იესომ კვლავ შესძახა დიდი ხმით და სული განუტევა.
  3. ლუკას 23:46
    დიდი ხმით შესძახა იესომ და თქვა: „მამაო, შენს ხელთ ჩამიბარებია ჩემი სული”. ეს თქვა და სული განუტევა.
  4. იოანეს 19:30
    ძმარი რომ იგემა, თქვა იესომ: „აღსრულდა!” თავი დახარა და სული განუტევა.
  5. მარკოზის 15:44
    პილატეს გაუკვირდა, რომ იგი უკვე მკვდარი იყო; დაუძახა ასისთავს და ჰკითხა: „დიდი ხანია მოკვდა?
  6. მარკოზის 15:45
    და როცა შეიტყო ასისთავისგან, ცხედარი იოსებს მისცა.
  7. იოანეს 19:33
    იესოსთან რომ მივიდნენ და ნახეს, უკვე მომკვდარიყო, წვივები აღარ დაუმტვრიეს,
  8. საქმეები 25:19
    რაღაცას ედავებოდნენ თავიანთ სარწმუნოებასა და ვიღაც გარდაცვლილ იესოზე, რომელზეც პავლე ამბობდა - ცოცხალიაო.
  9. 1 პეტრეს 4:1
    ვინაიდან ქრისტე ჩვენთვის სხეულებრივად ეტანჯა, თქვენც განიმსჭვალეთ იმავე აზრით, რადგან, ვინც ხორციელად იტანჯება წყვეტს ცოდვის ჩადენას.
  10. რომაელთა 8:34
    და ვინ დასდებს მსჯავრს? ქრისტე იესო, რომელიც მოკვდა და მით უმეტეს აღდგა, ღვთის მარჯვნივ არის და შუამდგომლობს კიდეც ჩვენთვის.
  11. 1 თესალონიკელთა 4:14
    ვინაიდან, თუ გვწამს, რომ იესო მოკვდა და აღდგა, მაშინ იესოში განსვენებულებსაც მოიყვანს ღმერთი მასთან ერთად.
  12. 1 პეტრეს 3:18
    რადგან ერთხელ ქრისტეც მოკვდა ჩვენი ცოდვების გამო, მართალი - უმართლოთა გამო, რათა ღმერთთან მივეყვანეთ; მოკლულ იქნა ხორცით და გაცოცხლდა სულით,
  13. გამოცხადება 1:18
    და ცოცხალი; მკვდარი ვიყავი და, აჰა, ცოცხალი ვარ უკუნითი უკუნისამდე; მე მაქვს სიკვდილისა და ჯოჯოხეთის გასაღები.
  14. გამოცხადება 2:8
    სმირნის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ასე ამბობს-თქო პირველი და უკანასკნელი, რომელიც მკვდარი იყო და გაცოცხლდა:

← ყველა თემა „ქ“-ზე