მთავარითემები „ქ“ქრისტეს სახელის ხმობა

ქრისტეს სახელის ხმობა

10 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. საქმეები 9:21
    გაოგნებული იყო ყველა მსმენელი და ამბობდა: „ნუთუ ეს ის კაცია, იერუსალიმში რომ სპობდა ამ სახელის მხმობელთ და აქაც ხომ იმისათვის მოვიდა, რომ შებორკილნი წაეყვანა ისინი მღვდელმთავრებთან?
  2. რომაელთა 10:13
    რადგან ყოველი, ვინც უფლის სახელს მოუხმობს, გადარჩება.
  3. 1 კორინთელთა 1:2
    ღვთის ეკლესიას, რომელიც კორინთოშია, ქრისტე იესოში განწმენდილთ, მოწოდებულ წმიდებს, ყველასთან ერთად, ვინც მოუხმობს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელს, ყველა ადგილას – მათთან და ჩვენთან:
  4. საქმეები 22:16
    ახლა რაღად აყოვნებ? ადექი, მოინათლე, ჩამოირეცხე შენი ცოდვები და მოუხმე უფლის სახელს.’
  5. იოანეს 14:13
    რასაც ითხოვთ ჩემი სახელით, გავაკეთებ, რათა განდიდდეს მამა ძეში.
  6. იოანეს 14:14
    თუ რამეს ითხოვთ ჩემი სახელით, გავაკეთებ.
  7. იოანეს 15:16
    თქვენ არ აგირჩევივართ, არამედ მე აგირჩიეთ თქვენ და დაგადგინეთ, რათა წახვიდეთ და ნაყოფი გამოიღოთ და თქვენი ნაყოფი დარჩეს, რათა, რასაც კი სთხოვთ მამას ჩემი სახელით, მოგცეთ თქვენ.
  8. იოანეს 16:23
    იმ დღეს არაფერს მკითხავთ. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რასაც სთხოვთ მამას, ჩემი სახელით მოგცემთ თქვენ.
  9. იოანეს 16:24
    აქამდე არაფერი გითხოვიათ ჩემი სახელით. ითხოვეთ და მიიღებთ, რათა თქვენი სიხარული სრულყოფილი იყოს.
  10. იოანეს 16:26
    იმ დღეს შესთხოვთ ჩემი სახელით, ამიტომაც არ გეუბნებით, რომ მამას ვთხოვ თქვენთვის.

← ყველა თემა „ქ“-ზე