ბიბლიის მუხლები თემაზე
ქრისტეს ჯვარცმა
10 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- იოანეს 19:1
მაშინ წაიყვანა პილატემ იესო და გაამათრახებინა.
- იოანეს 19:17
და ჯვარაკიდებული წავიდა იგი თხემის ადგილას, რომელსაც ებრაულად გოლგოთა ჰქვია.
- ლუკას 23:32-33
მასთან ერთად სასიკვდილოდ მიჰყავდათ სხვებიც – ორი ყაჩაღი. როდესაც იმ ადგილას მივიდნენ, რომელსაც თხემის ადგილი ჰქვია, ჯვარს აცვეს იქ ის და ბოროტმოქმედნიც – ერთი მის მარჯვნივ და ერთი მის მარცხნივ.
- მათეს 27:37
თავს ზემოთ დაუდგეს დაწერილი ბრალდება: „ეს არის იესო, იუდეველთა მეფე.
- მათეს 27:54
ხოლო ასისთავსა და მათ, ვინც მასთან ერთად დარაჯობდა იესოს, მიწისძვრა და ყოველივე მომხდარი რომ ნახეს, მეტისმეტად შეეშინდათ და თქვეს: “ეს ჭეშმარიტად ღვთის ძე იყო.
- მარკოზის 15:25
მესამე საათი იყო, როცა ჯვარს აცვეს იგი.
- მათეს 27:35
ჯვარს რომ აცვეს, წილის ყრით გაიყვეს მისი სამოსელი.
- ლუკას 23:47
ასისთავმა რომ იხილა მომხდარი, ღმერთი ადიდა და თქვა: „ჭეშმარიტად, ეს კაცი მართალი იყო.
- იოანეს 19:32-33
მოვიდნენ ჯარისკაცები და წვივები დაუმტვრიეს მასთან ერთად ჯვარცმულებს, ერთსაც და მეორესაც. იესოსთან მისულებმა, როცა დაინახეს, რომ უკვე მომკვდარიყო, აღარ დაუმტვრიეს წვივები.
- იოანეს 20:25
უთხრეს მას სხვა მოწაფეებმა: „ჩვენ ვიხილეთ უფალი.” მან უთხრა მათ: „თუ მის ხელებზე ნალურსმევს არ ვიხილავ და ნალურსმევში საკუთარ თითს არ ჩავყოფ და მის ფერდში – საკუთარ ხელს, არ ვიწამებ!