მთავარითემები „ქ“ქრისტეს გამოჩენა

ქრისტეს გამოჩენა

15 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. საქმეები 26:16
    მაგრამ წამოდექი და დადექ ფეხზე, რადგან იმისათვის გამოგეცხადე, რომ დაგადგინო მსახურად და იმის მოწმედ, რაც იხილე და რასაც გამოგიცხადებ,
  2. 2 ტიმოთეს 4:1
    გაფიცებ და მოგიწოდებ ღმერთისა და ქრისტე იესოს წინაშე, რომელიც განიკითხავს ცოცხლებსა და მკვდრებს თავისი გამოცხადებით და თავისი სუფევით,
  3. 2 ტიმოთეს 4:8
    ახლა კი მომელის მე სიმართლის გვირგვინი, რომელსაც მომცემს იმ დღეს უფალი, მართალი მსაჯული, და არა მარტო მე, არამედ ყველას, რომელთაც შეიყვარეს მისი გამოცხადების მოსვლა.
  4. ებრაელთა 9:26
    მაშინ მას სამყაროს დასაბამიდან მრავალგზის მოუხდებოდა ტანჯვა, ახლა კი ერთხელ, საუკუნეთა დასასრულს, გამოჩნდა თავისი თავის მსხვერპლად შეწირვით ცოდვათა წარსახოცად.
  5. 1 იოანეს 3:5
    თქვენ იცით, რომ იგი გამოჩნდა, რათა ეტვირთა ჩვენი ცოდვები, და რომ მასში არ არის ცოდვა.
  6. კოლოსელთა 3:4
    და როცა გამოჩნდება ქრისტე, თქვენი სიცოცხლე, მაშინ თქვენც გამოჩნდებით მასთან ერთად დიდებაში.
  7. 1 იოანეს 3:2
    საყვარელნო, ახლა ღმერთის შვილები ვართ, ოღონდ ჯერ არ გამოჩენილა, რანი ვიქნებით. ვიცით, რომ როცა ის გამოჩნდება, მისი მსგავსნი ვიქნებით, რადგან ვიხილავთ მას, როგორიც ის არის.
  8. ტიტეს 2:13
    მოველოდეთ ნეტარი სასოებით ჩვენი დიდი ღმერთისა და მაცხოვრის ქრისტე იესოს დიდების გაცხადებას,
  9. 1 ტიმოთეს 6:14
    დამიკისრებია შენთვის, დაიცვა მცნება უბიწოდ და უმწიკვლოდ, ვიდრე ჩვენი უფალი იესო ქრისტე გამოჩნდებოდეს,
  10. 1 იოანეს 2:28
    ახლა კი, შვილებო, დარჩით მასში, რათა, როცა იგი გამოცხადდება, გვქონდეს გაბედულება და არ შევრცხვეთ მის წინაშე მისი მოსვლისას.
  11. 2 ტიმოთეს 1:10
    ახლა გამოჩნდა ის ჩვენი მხსნელი ქრისტე იესოს გამოცხადებით, რომელმაც გააუქმა სიკვდილი და სახარებით ნათელი მოჰფინა სიცოცხლეს და უხრწნელებას,
  12. მარკოზის 16:9
    როდესაც აღდგა ერთშაბათის განთიადისას, პირველად ეჩვენა მარიამ მაგდალელს, ვისგანაც შვიდი ეშმაკი განდევნა.
  13. საქმეები 9:17
    წავიდა ანანია და შევიდა იმ სახლში, დაადო მას ხელები და უთხრა: „ძმაო სავლე, უფალმა გამომგზავნა მე, იესომ, რომელიც გეჩვენა გზაზე მომავალს, რომ თვალი აგეხილოს და აღივსო სულიწმიდით.
  14. ლუკას 24:34
    რომელთაც უთხრეს: „უფალი ჭეშმარიტად აღდგა და ეჩვენა სიმონს.
  15. 1 კორინთელთა 15:6-8
    შემდეგ გამოეცხადა ხუთასზე მეტ ძმას ერთდროულად, რომელთაგან უმრავლესნი აქამდე ცოცხალნი არიან, ზოგმა კი განისვენა. შემდეგ გამოეცხადა იაკობს და მერე ყველა მოციქულს. ხოლო ყველაზე ბოლოს, როგორც უდღეურს, გამომეცხადა მეც.

← ყველა თემა „ქ“-ზე