მთავარითემები „ქ“ქრისტეს გამოცდა

ქრისტეს გამოცდა

12 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. მათეს 16:1
    მივიდნენ მასთან ფარისეველნი და სადუკეველნი და გამოსაცდელად სთხოვეს, ეჩვენებინა მათთვის ნიშანი ზეციდან.
  2. მარკოზის 8:11
    გამოვიდნენ ფარისეველნი, დავა დაუწყეს და ციდან ნიშანი მოსთხოვეს, რომ გამოეცადათ.
  3. ლუკას 11:16
    ზოგი კი, გამოსაცდელად, ციდან ნიშანს მოითხოვდა მისგან.
  4. მათეს 22:35
    ერთმა მათგანმა, რჯულის მცოდნემ, გამოსაცდელად ჰკითხა იესოს:
  5. მათეს 19:3
    მაშინ მივიდნენ მასთან ფარისეველნი და გამოსაცდელად ჰკითხეს: „თუ არის ნებადართული კაცისთვის ნებისმიერი მიზეზით გაუშვას ცოლი?
  6. მარკოზის 10:2
    მივიდნენ ფარისევლები იესოსთან და გამოსაცდელად ჰკითხეს: „ნებადართულია თუ არა კაცისთვის ცოლის გაშვება?
  7. ლუკას 10:25
    აჰა, ერთი რჯულის მცოდნე წამოდგა და გამოსაცდელად ჰკითხა: „მოძღვარო, რა უნდა გავაკეთო,
  8. იოანეს 8:6
    ამას გამოსაცდელად ეუბნებოდნენ, რათა ბრალი წაეყენებინათ მისთვის. მაგრამ იესო დაიხარა და მიწაზე თითით წერდა.
  9. მათეს 22:18
    იესომ იცოდა რა მათი მზაკვრობა, უთხრა მათ: „რატომ მცდით, თვალთმაქცნო?
  10. მარკოზის 12:15
    იცოდა რა მათი თვალთმაქცობა, უთხრა მათ: „რატომ მცდით? მომიტანეთ დინარი, რომ დავხედო”.
  11. ლუკას 22:28
    თქვენ კი ისინი ხართ, რომლებიც ჩემთან დარჩით ჩემს განსაცდელში.
  12. ლუკას 23:14
    უთხრა მათ: „თქვენ მოიყვანეთ ჩემთან ეს კაცი, როგორც ხალხის წამქეზებელი. და აჰა, მე გამოვიძიე თქვენს წინაშე და ვერ ვპოვე ამ კაცში ვერავითარი დანაშაული, რაშიც ადანაშაულებთ;

← ყველა თემა „ქ“-ზე