ბიბლიის მუხლები თემაზე
ქრისტეს დევნა
6 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- ლუკას 4:29
წამოდგნენ და გააძევეს იგი ქალაქიდან; იმ მთის თხემამდე მიიყვანეს, რომელზეც მათი ქალაქი იყო გაშენებული, რათა გადაეგდოთ იგი.
- ლუკას 23:11
ჰეროდე თავის ჯარისკაცებითურთ ამცირებდა და დასცინოდა მას, ბრწყინვალე სამოსელი ჩააცვა და უკან გაუგზავნა პილატეს.
- იოანეს 5:16
იუდევლებმა დევნა დაუწყეს იესოს იმის გამო, რომ შაბათს ასეთი რამ გააკეთა.
- იოანეს 7:1
ამ ამბების შემდეგ გალილეაში დადიოდა იესო. იუდეაში არ სურდა სიარული, რადგან მოსაკლავად დაეძებდნენ იუდეველნი.
- იოანეს 8:37
ვიცი, რომ აბრაჰამის თესლი ხართ; მაგრამ ჩემს მოკვლას ცდილობთ, რადგან ჩემი სიტყვა ვერ ეტევა თქვენში.
- იოანეს 10:39
მაშინ კვლავ შეეცადნენ მის შეპყრობას, მაგრამ ხელიდან დაუსხლტა მათ.