მთავარითემები „ქ“ქრისტეს არსებობა

ქრისტეს არსებობა

15 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იოანეს 1:1
    დასაწყისში იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი.
  2. იოანეს 1:15
    იოანე მოწმობს მის შესახებ, ღაღადებს და ამბობს: „ეს იყო ის, რომლის შესახებაც ვამბობდი: ჩემ შემდეგ მომავალი, ჩემზე უპირატესია, ვინაიდან ჩემზე უწინ იყო.
  3. იაონეს 1:30
    ეს არის, რომელზეც ვთქვი: ჩემ შემდეგ მოდის კაცი, რომელიც ჩემზე უპირატესია, ვინაიდან ჩემზე უწინ იყო.
  4. იოანეს 8:58
    უთხრა მათ იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, სანამ აბრაჰამი იქნებოდა, მე ვარ”.
  5. იოანეს 8:28
    ამიტომ უთხრა მათ იესომ: „როცა აამაღლებთ ძე კაცისას, მაშინ გაიგებთ, რომ ეს მე ვარ და ჩემით არაფერს ვაკეთებ, არამედ, რაც მამამ მასწავლა, იმას ვლაპარაკობ.
  6. იოანეს 13:19
    წინასწარ გეუბნებით, სანამ ახდებოდეს, რათა, როცა ახდება, ირწმუნოთ, რომ მე ვარ.
  7. იოანეს 8:24
    ამიტომ გითხარით: თქვენს ცოდვებში დაიხოცებით-მეთქი; რადგან, თუ არ იწამებთ, რომ მე ვარ, თქვენსავე ცოდვებში დაიხოცებით”.
  8. მათეს 14:27
    მაგრამ იესო მყისვე გამოელაპარაკა მათ და უთხრა: „გამხნევდით, მე ვარ, ნუ გეშინიათ!
  9. მარკოზის 6:50
    რადგან ყველამ დაინახა იგი და შეძრწუნდნენ; ის მყისვე გამოელაპარაკა მათ და უთხრა: „გამხნევდით, მე ვარ, ნუ გეშინიათ!
  10. ლუკას 24:39
    შეხედეთ ჩემს ხელებსა და ფეხებს. ეს მე ვარ თვითონ. შემეხეთ და ნახეთ, რადგან სულს არ აქვს ხორცი და ძვლები, მე კი მაქვს, როგორც ხედავთ”.
  11. ლუკას 6:20
    თვალი მიაპყრო თავის მოწაფეებს და თქვა: „ნეტარნი ხართ გლახაკნი, რადგან თქვენია ღმერთის სამეფო.
  12. მარკოზის 14:62
    იესომ თქვა: „მე ვარ. და იხილავთ ძე კაცისას ძალის მარჯვნივ მჯდომარეს და ცის ღრუბლებზე მომავალს”.
  13. იოანეს 18:5
    იუგეს მას: „იესო ნაზარეველს”. უთხრა მათ: "მე ვარ”. მისი გამცემი იუდაც მათთან იდგა.
  14. იოანეს 18:8
    იესომ მიუგო: „ხომ გითხარით, მე ვარ-მეთქი. თუ მე მეძებთ, ეს კაცები გაუშვით, წავიდნენ”.
  15. იოანეს 18:6
    როცა უთხრა: მე ვარო, უკან დაიხიეს და მიწაზე დაემხნენ.

← ყველა თემა „ქ“-ზე