მთავარითემები „ქ“ქრისტეს აღიარება

ქრისტეს აღიარება

13 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. რომაელთა 10:9
    იმიტომ რომ, თუ შენი პირით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით გწამს, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები.
  2. მათეს 10:32-33
    ყველას, ვინც მე მაღიარებს ადამიანთა წინაშე, მეც ვაღიარებ ჩემი ზეციერი მამის წინაშე. ხოლო ვინც უარმყოფს მე ადამიანთა წინაშე, მას მეც უარვყოფ ჩემი ზეციერი მამის წინაშე.
  3. ლუკას 12:8
    ამასაც გეტყვით: ყველას, ვინც მე მაღიარებს კაცთა წინაშე, კაცის ძე აღიარებს ღმერთის ანგელოზთა წინაშე.
  4. ფილიპელთა 2:10-11
    რათა იესოს სახელის წინაშე მოიდრიკოს ყოველი მუხლი ზეციერისა, მიწიერისა და ქვესკნელისა, და ყველა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, – მამა ღმერთის სადიდებლად.
  5. 1 იოანეს 2:23
    ვინც ძეს უარმყოფს, მას არც მამა ჰყავს. ხოლო ვინც აღიარებს ძეს, მას ჰყავს მამაც.
  6. 1 იოანეს 4:15
    ვინც აღიარებს, რომ იესო არის ძე ღვთისა, ღმერთი მასში რჩება, ის კი – ღმერთში.
  7. მათეს 16:13-16
    ხოლო როდესაც ფილიპეს კესარიის საზღვრებში მივიდა, ჰკითხა იესომ თავის მოწაფეებს: „რას ამბობს ხალხი, ვინ არის კაცის ძე?“ მათ თქვეს: „ზოგი ამბობს იოანე ნათლისმცემელიაო, ზოგი – ელიაო და ზოგი – იერემია ან ერთი წინასწარმეტყველთაგანიო.“ უთხრა მათ: „თქვენ კი რას იტყვით: ვინა ვარ მე?“ მიუგო სიმონ-პეტრემ და თქვა: „შენ ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმერთისა.
  8. იოანეს 1:49
    მიუგო მას ნათანაელმა: „რაბი, შენ ხარ ძე ღმერთისა, შენ ხარ მეფე ისრაელისა.
  9. იოანეს 6:69
    და ჩვენ ვიწამეთ და შევიცანით, რომ შენ ხარ ღმერთის წმიდა.
  10. იოანეს 11:27
    ეუბნება მას: „დიახ, უფალო, მწამს, რომ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმერთისა, ამ ქვეყნად მომავალი.
  11. საქმეები 8:36-37
    როდესაც გზად გაემართნენ, მიადგნენ ერთ წყალს და თქვა საჭურისმა: „აჰა, წყალი. რა მაბრკოლებს, რომ მოვინათლო?“ უთხრა მას ფილიპემ: „თუ მთელი გულით გწამს, შეიძლება.“ მან მიუგო და უთხრა: „მწამს, რომ იესო ქრისტე ღმერთის ძეა.
  12. 1 იოანეს 4:2
    ამით შეიცნობთ ღმერთის სულს: ყოველი სული, რომელიც აღიარებს ხორციელად მოსულ იესო ქრისტეს, ღმერთისაგან არის.
  13. 1 კორინთელთა 12:3
    ამიტომ გაუწყებთ, რომ ვერც ერთი, ღმერთის სულით მეტყველი, ვერ იტყვის: „ანათემა იესოს!“ და ვერავინ იტყვის: „უფალია იესო!“ – თუ არა სულიწმიდით.

← ყველა თემა „ქ“-ზე