მთავარითემები „ქ“ქორწინების ჩანაფიქრი

ქორწინების ჩანაფიქრი

11 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. დაბადება 2:24
    ამიტომაც მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას და მიეკრობა თავის დედაკაცს, რათა ერთხორცი გახდნენ.
  2. მალაქია 2:4
    მაშინ მიხვდებით, რომ მე მოგივლინეთ ეს მცნება ლევიანებთან ჩემი აღთქმის შესანარჩუნებლად, – ამბობს ყოვლისშემძლე უფალი. –
  3. დაბადება 2:18
    და თქვა უფალმა ღმერთმა: „არ ვარგა ადამის მარტოდ ყოფნა. გავუჩენ მის შესაფერ შემწეს.
  4. დაბადება 1:28
    და აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: „მოშენდით და იმრავლეთ, და აავსეთ მიწა, და დაეუფლეთ მას, და ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ არსებას, რაც კი მიწაზე იძვრის.
  5. დაბადება 9:1
    და აკურთხა ღმერთმა ნოე და მისი შვილები, და უთხრა: „მოშენდით, იმრავლეთ და აავსეთ მიწა.
  6. მალაქია 2:15
    არავინ ჩაიდენს ამას, ვისაც კი სულის ნატამალი შერჩენია. რას ითხოვს კაცი? შთამომავლობას ღვთისგან. ამიტომაც გაუფრთხილდით თქვენს სულს და ნუ უღალატებთ სიყრმის ცოლს.
  7. 1 კორინთელთა 7:2
    მაგრამ სიძვის თავიდან ასაცილებლად ყოველ მამაკაცს ჰყავდეს თავისი ცოლი და ყოველ ქალს – თავისი ქმარი.
  8. დაბადება 4:1
    და შეიცნო ადამმა ევა, თავისი დედაკაცი. და დაორსულდა ევა და შვა კაენი, და თქვა: კაცი შემეძინაო უფლის წყალობით.
  9. 1 ტიმოთეს 5:14
    ამიტომ ჩემი სურვილია, რომ ახალგაზრდა ქვრივები გათხოვდნენ, გააჩინონ ბავშვები, იდიასახლისონ და არ მისცენ მტრებს გაკიცხვის საბაბი.
  10. ებრაელთა 13:4
    ყველას ქორწინება ყველაფრით იყოს პატიოსანი და სარეცელი – შეუბილწავი. მეძავებსა და მრუშებს კი ღმერთი განსჯის.
  11. 1 კორინთელთა 7:39
    ცოლი რჯულით შეკრულია, სანამ ცოცხალია მისი ქმარი. ხოლო თუ ქმარი მოკვდება, თავისუფალია გაჰყვეს, ვისაც სურს, ოღონდ უფალში.

← ყველა თემა „ქ“-ზე