მთავარითემები „პ“პირველები

პირველები

12 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. მათეს 20:16
    ასე იქნებიან უკანასკნელნი პირველნი და პირველნი - უკანასკნელნი, რადგან მოწოდებული ბევრია, რჩეული კი ცოტა”.
  2. 1 ტიმოთეს 2:3
    რადგან პირველად ადამი შეიქმნა და მერე ევა.
  3. 1 კორინთელთა 15:45-47
    ასეც წერია: პირველი კაცი, ადამი გახდა ცოცხალ მშვინვად, ხოლო უკანასკნელი ადამი - მაცოცხლებელ სულად. მაგრამ პირველად სულიერი კი არ არის, არამედ მშვინვიერი, შემდეგ - სულიერი. პირველი კაცი მიწის მტვრისგანაა; ხოლო მეორე კაცი - ზეცისგან.
  4. 1 კორინთელთა 11:8
    ვინაიდან მამაკაცი კი არ არის დედაკაცისგან, არამედ დედაკაცი - მამაკაცისგან.
  5. მათეს 19:30
    ჰოდა მრავალი პირველთაგან უკანასკნელი იქნება, უკანასკნელთაგან კი - პირველი”.
  6. ლუკას 13:30
    და აჰა, არიან უკანასკნელნი, რომლებიც პირველნი იქნებიან, და პირველნი, რომლებიც უკანასკნელნი იქნებიან!
  7. მარკოზის 9:35
    დაჯდა, უხმო თორმეტს და უთხრა: „თუ ვინმეს უნდა პირველი იყოს, ის იყოს ყველაზე უკანასკნელი და ყველას მსახური”.
  8. მარკოზის 10:44
    და ვისაც თქვენ შორის პირველობა სურს, ის იყოს ყველას მონა.
  9. ლუკას 19:16
    მოვიდა პირველი და უთხრა: ბატონო, შენმა მინამ ათი მინა მოიგო.
  10. საქმეები 12:10
    გასცდნენ პირველსა და მეორე საგუშაგოს და ქალაქში შესასვლელ შერკინულ კარიბჭეს მიადგნენ, რომელიც თავისით გაიღო მათ წინაშე. შევიდნენ, ერთი ქუჩა გაიარეს და მაშინვე გაშორდა მას ანგელოზი.
  11. იოანეს 8:7
    რაკი დაჟინებით ეკითხებოდნენ, ადგა და უთხრა მათ: „ვინც უცოდველია თქვენ შორის, პირველმა მან ესროლოს ქვა!
  12. 1 კორინთელთა 12:28
    და დააყენა ღმერთმა ეკლესიაში, პირველად მოციქულები, მერე წინასწარმეტყველნი, მერე მოძღვრები; შემდეგ ძალნი, განკურნების ნიჭი, შეწევნა, მართვა და სხვადასხვა ენები.

← ყველა თემა „პ“-ზე