მთავარითემები „პ“პირადი პასუხისმგებლობა

პირადი პასუხისმგებლობა

9 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. გალატელთა 6:5
    ვინაიდან ყველამ თავისი სატარებელი ატაროს.
  2. 1 ტიმოთეს 5:8
    ხოლო, ვინც არ ზრუნავს თავის ახლობლებზე, უფრო მეტად კი თავისი ოჯახის წევრებზე, იგი განუდგა რწმენას და ურწმუნოზე უარესია.
  3. 2 კორინთელთა 5:10
    ვინაიდან ჩვენ, ყველანი უნდა გამოვცხადდეთ ქრისტეს სამსჯავროს წინაშე, რათა თითოეულმა მიიღოს იმის მიხედვით, რასაც სხეულის სიცოცხლის დროს აკეთებდა - კეთილს თუ ბოროტს.
  4. მეორე რჯული 24:16
    ნუ მოკვდებიან მამები შვილების ცოდვებისთვის და შვილები - მამების ცოდვებისთვის; კაცი მხოლოდ თავისი ცოდვების გამო უნდა მოკვდეს.
  5. იობი 19:4
    თუ მართლა შევცდი, ჩემთანვე დარჩება ჩემი შეცდომა.
  6. იგავნი 9:12
    თუ დაბრძენდი, შენთვის დაბრძენდი და თუ მქირდავი ხარ, შენვე დაზარალდები.
  7. იერემია 31:30
    რადგან თითოეული თავისი ურჯულოებით მოკვდება. ვინც მკვახე ყურძენს შეჭამს, კბილებიც იმას მოეკვეთება.
  8. ეზეკიელი 18:20
    ცოდვილი კაცი კი მოკვდება! ძემ არ უნდა იტვირთოს თავისი მამის უმართლობა და მამამ - ძისა; მართალზე მისი სიმართლე იქნება და ბოროტზე - მისი ბოროტება.
  9. რომაელთა 14:4
    ვინ ხარ შენ, სხვისი მონის განმკითხველო? თავისი უფლის წინაშე დგას იგი ან ეცემა; მაგრამ წამოყენებული იქნება, ვინაიდან ღმერთს ძალუძს მისი წამოყენება.

← ყველა თემა „პ“-ზე