მთავარითემები „პ“პავლე მოციქულის დევნა

პავლე მოციქულის დევნა

13 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. საქმეები 9:29
    გაბერძნებულთაც ელაპარაკებოდა და ეპაექრებოდა, ისინი კი მის მოკვლას ცდილობდნენ.
  2. საქმეები 13:50
    მაგრამ წააქეზეს იუდევლებმა ღვთისმოშიში ქალები, ქალაქის წარჩინებულნი და მთავარნი, და იწყეს პავლესა და ბარნაბას დევნა და გამოაძევეს თავიანთი საზღვრებიდან.
  3. საქმეები 14:19
    მერე მოვიდნენ ანტიოქიიდან და იკონიიდან იუდეველნი, გადაარწმუნეს ხალხი, ქვებით ჩაქოლეს პავლე და ქალაქგარეთ გაათრიეს, რადგან მკვდარი ეგონათ.
  4. საქმეები 16:22
    აღდგა ხალხი მათ წინააღმდეგ; მთავრებმა ტანისამოსი შემოახიეს და მათი გაჯოხვა ბრძანეს.
  5. საქმეები 18:12
    იმ დროს, როცა გალიონი იყო აქაიას პროკონსულად, იუდევლები ერთსულოვნად აღუდგნენ წინ პავლეს და სამსჯავროში მიიყვანეს.
  6. საქმეები 21:35-36
    კიბეებს რომ მიაღწია, ჯარისკაცებს მისი აყვანა მოუხდათ ბრბოს ძალმომრეობის გამო, ვინაიდან დიდძალი ხალხი მისდევდა და ყვიროდა: „აღიგავოს იგი!
  7. საქმეები 22:22
    ამ სიტყვამდე მოუსმინეს, მერე ხმა აღიმაღლეს და თქვეს: „აღიგავოს მიწის პირისგან ასეთი კაცი, რადგან არ არის სიცოცხლის ღირსი!
  8. საქმეები 23:10
    რაკი შფოთმა იმატა, შეშინდა ათასისთავი, პავლე არ გაგლიჯონო; ამიტომ ჯარისკაცებს უბრძანა, შესულიყვნენ, გამოერიდებინათ იგი მათგან და ციხე-სიმაგრეში წაეყვანათ.
  9. 1 კორინთელთა 4:12-13
    ჯაფაში ვართ და საკუთარი ხელებით ვშრომობთ; გვლანძღავენ - ვლოცავთ, გვდევნიან - ვითმენთ; სახელს გვიტეხენ - ვეფერებით; და გავხდით ნაგავი წუთისოფლისა, ყოვლის ნარჩენი აქამდე.
  10. 2 კორინთელთა 4:9
    დევნილნი ვართ, მაგრამ არა მიტოვებულნი; გადაყრილნი ვართ, მაგრამ არა დაღუპულნი.
  11. 2 კორინთელთა 11:24
    ხუთჯერ მივიღე იუდეველთაგან ორმოცზე ერთით ნაკლები დარტყმა.
  12. 2 ტიმოთეს 2:9
    ვისთვისაც ვიტანჯები თვით ბორკილებამდე, როგორც ბოროტმოქმედი, მაგრამ ღვთის სიტყვა არ იბორკება.
  13. 2 ტიმოთეს 3:11
    დევნაში, ტანჯვებში, რაც შემემთხვა ანტიოქიაში, იკონიაში, ლისტრაში; რა დევნანი არ გადავიტანე, მაგრამ ყველაფრისგან მიხსნა უფალმა;

← ყველა თემა „პ“-ზე