მთავარითემები „ნ“ნარკოტიკები

ნარკოტიკები

11 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იგავნი 25:28
    რაღა უგალავნო ქალაქი და რაღა კაცი, რომელიც საკუთარ თავს ვერ მართავს.
  2. რომაელთა 7:18-20
    ვინაიდან ვიცი, რომ ჩემში, ესე იგი, ჩემს სხეულში, არ იმყოფება კეთილი. ამრიგად, სურვილი არის ჩემში, მაგრამ კეთილის კეთება – არა. ვინაიდან არ ვაკეთებ კეთილს, რომელიც მსურს, არამედ ვაკეთებ ბოროტს, რომელიც არ მსურს. ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არ მსურს, მე კი აღარ ვაკეთებ, არამედ ცოდვა, რომელიც ჩემშია დამკვიდრებული.
  3. რომაელთა 12:1
    ამრიგად, შეგაგონებთ, ძმებო, ღვთის წყალობებით, რომ შესწიროთ თქვენი სხეული ცოცხალ, წმიდა, ღვთის სასურველ მსხვერპლად, რაც თქვენი სულიერი მსახურება იქნება.
  4. 1 კორინთელთა 6:19-20
    ანდა, განა არ იცით, რომ თქვენი სხეულები თქვენში დავანებული სულიწმიდის ტაძარია, რომელიც ღმერთისაგან გაქვთ, და რომ თქვენ თქვენს საკუთარ თავს არ ეკუთვნით? რადგან ფასით ხართ გამოსყიდულნი. მაშ, ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულით!
  5. 1 პეტრეს 4:7
    ხოლო ყველაფრის აღსასრული მოახლოვებულია. ამიტომ იყავით გონიერნი და ფხიზელნი სალოცავად.
  6. 1 კორინთელთა 10:13
    არ შეგმთხვევიათ ჯერ სხვა განსაცდელი, გარდა ადამიანურისა: ხოლო სარწმუნოა ღმერთი, რომელიც არ დაუშვებს, რომ თქვენს შესაძლებლობაზე მეტად გამოიცადოთ, არამედ განსაცდელში მოგცემთ გამოსავალს, რომ შესძლოთ ატანა.
  7. 1 კორინთელთა 15:33
    ნუ მოტყუვდებით: „ცუდი წრე ხრწნის კეთილ ჩვევებს.
  8. გალატელთა 5:16
    აჰა, ვამბობ: მოიქეცით სულიერად და ნუ აღასრულებთ ხორცის გულისთქმებს.
  9. 1 პეტრეს 1:13
    ამიტომ მოისარტყლეთ თქვენი გონების წელნი, იფხიზლეთ და სრული იმედი გქონდეთ მადლისა, რომელიც მოგენიჭებათ იესო ქრისტეს გამოცხადებისას.
  10. 1 პეტრეს 5:8
    მღვიძარენი იყავით! იფხიზლეთ! თქვენი მოწინააღმდეგე ეშმაკი დაძრწის, როგორც მბრდღვინავი ლომი, და ეძებს, ვინ შთანთქას.
  11. 1 კორინთელთა 3:17
    თუ ვინმე დააზიანებს ღმერთის ტაძარს, ღმერთი დააზიანებს მას, რადგან წმიდაა ღმერთის ტაძარი და თქვენა ხართ ის.

← ყველა თემა „ნ“-ზე