ბიბლიის მუხლები თემაზე
ნაღველი
8 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- ესაია 61:3
მივმადლო სიონის მგლოვიარეთ, მივცე მათ გვირგვინი ფერფლის ნაცვლად, სიხარულის ზეთი - გლოვის ნაცვლად, ქების მოსასხამი - უძლურების სულის ნაცვლად. და უწოდებენ მათ უფლის მიერ დანერგილ სიმართლის სვეტებს, რათა განდიდდეს იგი.
- იაკობი 4:9
დანაღვლიანდით, იგლოვეთ და იტირეთ. თქვენი სიცილი გლოვად იქცეს, სიხარული კი - მწუხარებად.
- იგავები 14:13
სიცილის დროსაც კი წუხს გული და შესაძლოა, მხიარულება წუხილით დაბოლოვდეს.
- იგავები 10:1
იგავნი სოლომონისა: ბრძენი შვილი მამას ახარებს, უგუნური შვილი კი დედის დარდია.
- რომაელთა 9:2
რომ დიდია ჩემი მწუხარება და განუწყვეტელია ჩემი გულის ტკივილი.
- 1 პეტრეს 1:6
ამით გაიხარეთ, თუმცა ამჟამად - თუ საჭიროა - სხვადასხვა განსაცდელით მცირედ გატანჯულნო.
- იგავები 12:25
დარდიანი გული თრგუნავს კაცს, კეთილი სიტყვა კი ახარებს.
- ფილიპელთა 2:27
ვინაიდან დაავადდა და სიკვდილის პირზეც იყო, მაგრამ ღმერთმა შეიწყალა იგი და არა მარტო იგი, არამედ მეც, რათა მწუხარება მწუხარებაზე არ მქონოდა.