მთავარითემები „მ“მზარდი სიყვარული

მზარდი სიყვარული

8 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. 1 თესალონიკელთა 3:12
    თქვენ კი უფალმა გაგიმრავლოთ და უხვად მოგცეთ სიყვარული ერთიმეორისა და ყველას მიმართ, როგორც ჩვენ ვართ თქვენდამი,
  2. მათეს 24:12
    და რაკი გამრავლდება ურჯულოება, მრავალს გაუნელდება სიყვარული.
  3. ფილიპელთა 1:9
    და ვლოცულობ, რომ თქვენი სიყვარული სულ უფრო იზრდებოდეს შემეცნებასა და ყოველივეს აღქმაში.
  4. ეფესელთა 4:15
    არამედ ჭეშმარიტების სიყვარულით მთქმელნი, ყველაფერში ვიზრდებოდეთ მის მიმართ, ვინც არის თავი, ქრისტე.
  5. 2 თესალონიკელთა 1:3
    ვალდებულნი ვართ ძმებო, მარადის ვმადლობდეთ ღმერთს თქვენთვის, რაც შესაფერია კიდეც, რადგან სულ უფრო იზრდება თქვენი რწმენა და მრავლდება თითოეული თქვენგანის სიყვარული ერთმანეთის მიმართ.
  6. ეფესელთა 3:17
    ისე, რომ რწმენით დამკვიდრდეს ქრისტე თქვენს გულებში და იყოთ ფესვგადგმულნი და დაფუძნებულნი სიყვარულში;
  7. გამოცხადება 2:4
    მაგრამ შენს საწინააღმდეგოდ ის მაქვს, რომ მიატოვე შენი პირველი სიყვარული.
  8. 1 თესალონიკელთა 4:9-10
    ხოლო ძმათმოყვარეობაზე საჭირო არ არის თქვენთვის მოწერა, ვინაიდან ღვთის მიერ ხართ განსწავლულნი ერთიმეორის სიყვარულში.  რადგან ასევე იქცევით ყველა ძმის მიმართ მთელ მაკედონიაში, მაგრამ გთხოვთ ძმანო, უფრო მეტად იუხვოთ ამაში.

← ყველა თემა „მ“-ზე