მთავარითემები „მ“მუნჯის ალაპარაკება

მუნჯის ალაპარაკება

10 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ლუკას 1:64
    უცებ გაეხსნა მას ბაგე და ენა, ალაპარაკდა და აკურთხებდა ღმერთს.
  2. მათეს 9:33
    როცა ეშმაკი განიდევნა, ალაპარაკდა მუნჯი; ამბობდა განცვიფრებული ხალხი: ასეთი რამ არასოდეს უნახავთო ისრაელში.
  3. მათეს 12:22
    მაშინ მოიყვანეს მასთან ბრმა და მუნჯი ეშმაკეული და მან განკურნა იგი, ისე რომ ბრმა და მუნჯი ხედავდა და ლაპარაკობდა.
  4. მათეს 15:31
    ისე, რომ უკვირდა ხალხს როცა ხედავდა, ალაპარაკებულ მუნჯებს, გამოჯანსაღებულ ავადმყოფებს, მოსიარულე კოჭლებს და მხედველ ბრმებს; და ადიდებდნენ ისრაელის ღმერთს.
  5. მარკოზის 7:35
    მყისვე გაეხსნა მას სასმენელი, ენის შებოჭილობაც აეხსნა და გამართულად დაიწყო ლაპარაკი.
  6. ლუკას 11:14
    და განდევნა ეშმაკი მუნჯისგან. როგორც კი ეშმაკი გავიდა, ალაპარაკდა მუნჯი; და გაოცდა ხალხი.
  7. მარკოზის 7:37
    მეტისმეტად უკვირდათ და ამბობდნენ: „ყოველივეს სასიკეთოდ აკეთებს, ყრუებს სმენას უხსნის და მუნჯებს ენას ადგმევინებს”.
  8. ეზეკიელი 29:21
    იმ დღეს აღმოვუცენებ რქას ისრაელის სახლს და პირს გაგიხსნი მათ შორის; მაშინ გაიგებენ, რომ მე ვარ უფალი!
  9. რიცხვნი 22:28
    პირი გაუხსნა ვირს უფალმა და უთხრა ვირმა ბილყამს: "რა დაგიშავე, რომ უკვე მესამედ მცემ?
  10. 2 პეტრეს 2:16
    მაგრამ მხილებულ იქნა თავის ურჯულოებაში; უტყვი სახედარი ადამიანის ხმით ალაპარაკდა და ალაგმა წინასწარმეტყველის უგუნურება.

← ყველა თემა „მ“-ზე