მთავარითემები „მ“მსახურთა სიწმინდე

მსახურთა სიწმინდე

6 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ტიტეს 1:8
    არამედ სტუმართმოყვარე, სიკეთის მოყვარული, აზრიანი, მართალი, წმიდა და თავშეკავებული,
  2. ლევიანნი 21:6
    წმიდები იყვნენ ისინი თავისი ღმერთისთვის და არ შებღალონ თავისი ღმერთის სახელი, რადგან უფლის საცეცხლო შესაწირს, თავისი ღმერთის პურს სწირავენ ისინი და ამიტომ უნდა იყვნენ წმიდები.
  3. ესაია 52:11
    გაშორდით, გაშორდით, გადით მანდედან, უწმიდურს ნუ შეეხებით! გამოდით მისი წიაღიდან, განიწმიდეთ, უფლის საჭურველთმტვირთველნო.
  4. 1 ტიმოთეს 4:12
    აბუჩად არავინ აგიგდოს შენი სიჭაბუკის გამო, არამედ ნიმუში იყავი მორწმუნეთათვის - სიტყვაში, საქმეში, სიყვარულში, სულში, რწმენაში, სიწმიდეში.
  5. ებრაელთა 12:14
    ეცადეთ მშვიდობა და სიწმიდე იქონიოთ ყველასთან, ურომლისოდაც ვერავინ იხილავს უფალს.
  6. 1 პეტრეს 1:14-16
    როგორც გამგონე შვილები, ნუ აჰყვებით უმეცრების დროინდელ გულისთქმებს. არამედ ისეთი წმიდანი იყავით ყოველ საქციელში, როგორი წმიდაცაა იგი, ვინც თქვენ მოგიწოდათ. ვინაიდან დაწერილია: იყავით წმიდანი, რადგან წმიდა ვარ მე.

← ყველა თემა „მ“-ზე