მთავარითემები „მ“მრავალი ცდილობს გადარჩენას

მრავალი ცდილობს გადარჩენას

10 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. მათეს 22:14
    რადგან მოწოდებული ბევრია, რჩეული კი - ცოტა”.
  2. მათეს 7:13
    შედით ვიწრო კარიბჭით, რადგან ფართოა კარიბჭე და განიერია გზა, რომელსაც დაღუპვისკენ მიჰყავს, და მრავალნი არიან მასზე მოსიარულენი.
  3. ლუკას 13:24
    ძალ-ღონე არ დაიშუროთ, რათა შეხვიდეთ ვიწრო კარიდან; რადგან, გეუბნებით, მრავალი ეცდება შესვლას, მაგრამ ვერ შეძლებს.
  4. ლუკას 14:16
    მან კი უთხრა: „ერთმა კაცმა დიდი ვახშამი გამართა და ბევრი მიიწვია.
  5. რომაელთა 15:5
    მაგრამ მადლის ნიჭი არაა დანაშაულივით. რადგან თუ ერთის დანაშაულით მრავალი გაწყდა, რამდენად უმეტესია ღმერთის მადლის და ნიჭის სიმდიდრე, რომელიც მიეცა ადამიანებს ერთი კაცის, იესო ქრისტეს, მადლით.
  6. რომაელთა 5:19
    ვინაიდან, როგორც ერთი კაცის ურჩობით ბევრი გახდა ცოდვილი, ასევე ერთის მორჩილებით ბევრი გახდება მართალი.
  7. მათეს 20:28
    ისევე, როგორც ძე კაცისა არ მოსულა იმისთვის, რომ მას ემსახურონ, არამედ იმისთვის, რომ თავად მოემსახუროს და თავი შესწიროს მრავალთა გამოსასყიდად”.
  8. მარკოზის 10:45
    რადგან ძე კაცისა იმისთვის როდი მოსულა, რომ მას ემსახურონ, არამედ იმისთვის, რომ თავად ემსახუროს და მრავალთა გამოსასყიდად მისცეს თავისი სული”.
  9. მათეს 26:28
    რადგან ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დაღვრილი ცოდვათა მისატევებლად.
  10. მარკოზის 14:24
    უთხრა მათ: „ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დაღვრილი.
მსგავსი თემები:

← ყველა თემა „მ“-ზე