მთავარითემები „მ“მოზრდილები

მოზრდილები

12 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იგავნი 16:9
    ადამიანი ირჩევს თავის გზას და უფალი წარმართავს მის ნაბიჯს.
  2. იგავნი 3:5-6
    დაენდე უფალს მთელი შენი გულით და შენს გონებას ნუ დაეყრდნობი. ყველა შენს გზაზე შეიცანი იგი და ის გაასწორებს შენს ბილიკებს.
  3. იერემია 29:11
    რადგან მე ვიცი ის ზრახვები, რაც მე განვიზრახე თქვენზე,’ - სიტყვა უფლისა, - ‘ზრახვები მშვიდობაზე, რომ მოგცეთ თქვენ მომავალი და იმედი.
  4. 1 კორინთელთა 10:13
    სხვა განსაცდელი არ შეგხვედრიათ, ადამიანური განსაცდლის გარდა; მაგრამ სარწმუნოა ღმერთი, რომელიც არ შეგამთხვევთ იმას რისი ატანაც თქვენს ძალ-ღონეს აღემატება, არამედ განსაცდელში გამოსავალსაც გაპოვნინებთ, რათა შეიძლოთ ატანა.
  5. იგავნი 19:21
    ბევრი განზრახვაა კაცის გულში, მაგრამ უფლის გადაწყვეტილება ასრულდება.
  6. ესაია 40:31
    ხოლო უფლის მოიმედენი ძალას განიახლებენ; ასწევენ ფრთებს, როგორც არწივები, გაიქცევიან და არ დაიქანცებიან, ივლიან და არ დაიღლებიან.
  7. კოლოსელთა 3:23
    ყოველივე, რასაც აკეთებთ, გააკეთეთ სულით, როგორც ღვთისათვის და არა კაცთათვის.
  8. ებრაელთა 13:5
    თქვენი გზა იყოს ვერცხლმოყვარეობის გარეშე და იმას დასჯერდით, რაცა გაქვთ, ვინაიდან თქვა: „არ მიგატოვებ და არ დაგაგდებ”.
  9. 1 ტიმოთეს 5:1-3
    ნუ შერისხავ ბერიკაცს, არამედ შეაგონე, როგორც მამას, ყმაწვილკაცებს კი – როგორც ძმებს, დედაბრებს – როგორც დედებს, ყმაწვილქალებს – როგორც დებს, მთელი სიწმიდით. პატივი ეცი ქვრივებს, რომლებიც ნამდვილი ქვრივები არიან.
  10. იგავნი 1:10
    შვილო, თუ ცოდვილნი ეცდებიან შენს შეცთენას არ დაჰყვე მათ ნებას.
  11. 1 ტიმოთეს 3:3
    არა ლოთი, არა მოჩხუბარი, არამედ შემწყნარე, უშარო და ვერცხლის უყვარული,
  12. იგავნი 1:7
    უფლის შიში ცოდნის სათავეა, სიბრძნე და დარიგება კი ბრიყვებს ეზიზღებათ.

← ყველა თემა „მ“-ზე