მთავარითემები „მ“მოწაფეების მოხმობა

მოწაფეების მოხმობა

10 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. მათეს 4:19
    უთხრა მათ: გამომყევით და ადამიანთა მებადურებად გაქცევთ.
  2. მარკოზის 1:16-20
    გალილეის ზღვის პირას რომ დადიოდა, დაინახა სიმონი და სიმონის ძმა, ანდრია, რომლებიც ზღვაში ბადეს ისროდნენ, რადგან მებადურები იყვნენ. უთხრა მათ იესომ: მე გამომყევით და ადამიანთა მებადურებად გაქცევთ. მათ მაშინვე მიატოვეს ბადეები და გაჰყვნენ მას. ცოტა გაიარა და დაინახა იაკობ ზებედეს ძე და მისი ძმა იოანე; ისინი ნავში ბადეებს კემსავდნენ.,მაშინვე დაუძახა. მათ მიატოვეს თავიანთი მამა ზებედე ნავში მყოფ მოჯამაგირეებთან ერთად და გაჰყვნენ მას.
  3. მათეს 8:18-22
    თავის გარშემო დიდძალი ხალხი რომ დაინახა, უბრძანა იესომ გაღმა გასულიყვნენ. მაშინ მიუახლოვდა ერთი მწიგნობარი და უთხრა: მოძღვარო, გამოგყვები, სადაც კი წახვალ. უთხრა მას იესომ: მელიებს სოროები აქვთ, ცის ფრინველებს - ბუდეები. ძე კაცისას კი თავის მისადებიც არ გააჩნია! სხვა მოწაფეთაგანმა უთხრა მას: უფალო, ნება მომეცი, ჯერ წავიდე და მამაჩემი დავმარხო. მაგრამ იესომ უთხრა მას: შენ მე გამომყევი, მკვდრებმა კი თავიანთი მკვდრები დამარხონ.
  4. ლუკას 9:57-60
    გზას რომ ადგნენ, ვიღაცამ უთხრა: გამოგყვები, სადაც კი წახვალ. იესომ უთხრა: მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველთ - ბუდეები. კაცის ძეს კი თავის მისადრეკი არ გააჩნია. მეორეს კი უთხრა: გამომყევი. მან თქვა: უფალო, ნება მომეცი, ჯერ წავიდე და მამაჩემი დავმარხო. მან კი მიუგო: მკვდრებს დაანებე თავიანთი მკვდრების დამარხვა. შენ კი წადი და იქადაგე ღმერთის სამეფო.
  5. მათეს 9:9
    იქაურობას გაშორებულმა იესომ დაინახა საბაჟოსთან მჯდომარე კაცი, სახელად მათე, და უთხრა: გამომყევი. ისიც წამოდგა და გაჰყვა.
  6. იოანეს 21:19
    ეს თქვა იმის მისანიშნებლად, როგორი სიკვდილით განადიდებდა იგი ღმერთს. ეს თქვა და უთხრა მას: მომყევი.
  7. ლუკას 9:23
    ყველას გასაგონად კი თქვა: თუ ვინმეს უნდა გამომყვეს, უარყოს თავისი თავი, ყოველდღე აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს.
  8. იოანეს 8:12
    კვლავ ელაპარაკა ხალხს იესო; უთხრა: მე ვარ სინათლე ქვეყნისა, ვინც მე მომყვება, ბნელში არ ივლის, არამედ სიცოცხლის სინათლე ექნება.
  9. იოანეს 12:26
    ვინც მე მემსახურება, მე უნდა მომყვეს და, სადაც მე ვარ, ჩემი მსახურიც იქ იქნება. ვინც მე მემსახურება, მას პატივს სცემს მამა.
  10. იოანეს 21:22
    იესომ უპასუხა: თუ მსურს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს იგი, შენ რა? შენ მე გამომყევი.

← ყველა თემა „მ“-ზე