მთავარითემები „მ“მოწაფეების დახოცვა

მოწაფეების დახოცვა

14 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. გამოცხადება 6:9
    მეხუთე ბეჭედი რომ ახსნა, დავინახე სამსხვერპლოს ქვეშ ღვთის სიტყვისა და იმ მოწმობისთვის მოკლულთა სულები, მათ რომ ჰქონდათ.
  2. საქმეები 9:21
    გაოგნებული იყო ყველა მსმენელი და ამბობდა: „ნუთუ ეს ის არის, იერუსალიმში რომ სპობდა ამ სახელის მხმობელთ და აქაც ხომ იმისათვის მოვიდა, რომ შებორკილნი წაეყვანა ისინი მღვდელმთავრებთან?
  3. საქმეები 22:20
    როდესაც შენი მოწამის, სტეფანეს, სისხლი იღვრებოდა, მეც იქ ვიდექი და ვიწონებდი, და ვდარაჯობდი მის მკვლელთა ტანისამოსს.’
  4. საქმეები 26:10
    და ასეც ვაკეთებდი იერუსალიმში: ბევრი წმიდა ჩავყარე საპყრობილეებში მღვდელმთავართა ხელმწიფებით აღჭურვილმა, და მათ დახოცვაზე თანხმობას ვიძლეოდი;
  5. მათეს 21:35
    მიწის მუშაკებმა შეიპყრეს მისი მონები. ზოგს სცემეს, ზოგი დახოცეს, ზოგი ჩაქოლეს.
  6. მარკოზის 12:5
    სხვა გაგზავნა, ის კი მოკლეს. ბევრი სხვაც გაგზავნა. ზოგი სცემეს და ზოგიც მოკლეს.
  7. გამოცხადება 6:11
    და მიეცა თითოეულ მათგანს თეთრი სამოსი და ეთქვა მათ, რომ დამშვიდებულიყვნენ ცოტა ხანს, ვიდრე მათი თანამსახურნი და მათი ძმები არ გაასრულებენ რიცხვს და მათსავით არ მოიკვლებიან.
  8. მათეს 14:10
    და გაგზავნა და მოაკვეთინა თავი იოანესთვის საპყრობილეში.
  9. მარკოზის 6:27
    მყისვე გაგზავნა მეფემ ჯალათი და უბრძანა მისი თავის მოტანა.
  10. ლუკას 9:9
    ჰეროდემ თქვა: „იოანეს თავი მოვკვეთე, ეს კი ვინ არის, ვისზეც ასეთი ამბები მესმის?“ და უნდოდა მისი ნახვა.
  11. საქმეები 7:58-60
    გაათრიეს ქალაქის გარეთ და ჩაქოლეს. მოწმეებმა თავიანთი ტანისამოსი დააწყვეს ერთი ჭაბუკის ფეხთით, რომელსაც სავლე ერქვა. და რომ ქოლავდნენ, სტეფანე უხმობდა და ამბობდა: „უფალო იესო, მიიბარე ჩემი სული!“ მუხლი მოიყარა და ხმამაღლა შეჰღაღადა:„უფალო, ნუ ჩაუთვლი მათ ამას ცოდვად!“ ეს თქვა და მიიძინა.
  12. საქმეები 22:4
    სასიკვდილოდ ვდევნიდი ამ გზაზე დამდგართ, ბორკილებს ვადებდი და საპყრობილეს გადავცემდი კაცებს და ქალებს,
  13. საქმეები 12:2
    და მახვილით მოაკვლევინა იაკობი, იოანეს ძმა.
  14. იოანეს 12:9
    ეს თქვა იმის მისანიშნებლად, თუ როგორი სიკვდილით განადიდებდა იგი ღმერთს. ეს რომ თქვა, უთხრა:„ომყევი მე!

← ყველა თემა „მ“-ზე