ბიბლიის მუხლები თემაზე
მოვალეობები მოყვასის მიმართ
10 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- ლევიანნი 19:18
არ იძიო შური და არ გქონდეს ღვარძლი შენი ხალხის ძეთა მიმართ და შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი; მე ვარ უფალი.
- მარკოზის 12:31
მეორე არის: შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი. ამათზე დიდი მცნება არ არსებობს.
- რომაელთა 13:10
სიყვარული არავითარ ბოროტებას არ მიაყენებს მოყვასს. ამიტომ სიყვარული რჯულის სისავსეა.
- რომაელთა 15:1-2
ხოლო ჩვენ, ძლიერთ, გვმართებს ვზიდოთ უსუსურთა უძლურება და არ ვეძებოთ საკუთარი თავის სიამე. ყოველი ჩვენგანი უნდა აამებდეს მოყვასს სასიკეთო აღშენებისათვის.
- გალატელთა 5:14
რადგან მთელ რჯულს ეს ერთი მცნება მოიცავს: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.
- იაკობის 2:8
თუ ასრულებთ სამეფო რჯულს, წერილის მიხედვით: „შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი,“ კარგად იქცევით.
- მათეს 22:34-39
როდესაც ფარისევლებმა გაიგეს, რომ სადუკეველები გააჩუმა, შეიკრიბნენ ერთად. და შეეკითხა მას ერთი მათგანი, რჯულის მცოდნე, გამოსაცდელად: „მოძღვარო, რომელი მცნებაა რჯულში ყველაზე დიდი?“ უთხრა მას: „‘შეიყვარე უფალი ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით.’ ეს არის პირველი და ყველაზე დიდი მცნება. და მეორე ამის მსგავსი: ‘შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი.’
- გამოსვლა 23:4-5
თუ წააწყდები შენი მტრის ხარს ან ვირს, გზადაბნეულს, დაუბრუნე პატრონს. თუ დაინახო შენი მოძულის ტვირთქვეშ დაცემული ვირი, ნუ მიატოვებ, დაეხმარე მის აყენებაში.
- გამოსვლა 22:13-14
თუ მას მხეცი დაგლეჯით დაგლეჯს, წარმოადგინოს დაგლეჯილი დასამოწმებლად, და არ გადაიხდის. და თუ ვინმემ ითხოვოს თავისი მოყვასისგან პირუტყვი და ის დაშავდეს ან მოკვდეს, და მისი პატრონი იქ არ იყოს, გადახდით გადაიხადოს,
- იაკობის 4:12
ერთია რჯულმდებელი და განმკითხველი, რომელსაც შეუძლია ხსნა და დაღუპვა. შენ ვინა ხარ, სხვას რომ განიკითხავ?