მთავარითემები „მ“მოქმედი რწმენა

მოქმედი რწმენა

12 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იაკობის 2:17
    ასევეა რწმენაც – თუ საქმენი არ გააჩნია, თავისთავად მკვდარია.
  2. იაკობის 2:26
    რადგან როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე, ასევე მკვდარია რწმენაც საქმეთა გარეშე.
  3. იაკობის 2:20
    შენ კი, ფუჭო ადამიანო, გსურს გაიგო, რომ რწმენა საქმის გარეშე მკვდარია?
  4. იაკობის 2:14
    ჩემო ძმებო, რა სარგებელია, თუ ვინმე იტყვის, რომ რწმენა აქვს, საქმენი კი არ გააჩნია? ასეთ რწმენას არ ძალუძს მისი ხსნა!
  5. მათეს 7:21
    ყველა, ვინც მეუბნება: უფალო, უფალო! როდი შევა ცათა სამეფოში, არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნება-სურვილს.
  6. მათეს 7:23
    მაშინ მე განვუცხადებ მათ: არასოდეს მიცვნიხართ თქვენ, გამშორდით, მოქმედნო ურჯულოებისა.
  7. მათეს 7:26
    ხოლო ყოველი, ვინც ისმენს ამ ჩემს სიტყვებს და არ აღასრულებს, ჰგავს უგუნურ კაცს, რომელმაც ქვიშაზე აიშენა სახლი.
  8. იაკობის 2:18
    მაგრამ ვინმე იტყვის: „შენ გაქვს რწმენა, მე კი მაქვს საქმენი”. მაჩვენე შენი რწმენა საქმეთა გარეშე და გაჩვენებ ჩემს რწმენას ჩემს საქმეთაგან.
  9. იაკობის 2:22
    ხედავ, რწმენა მოქმედებდა მის საქმეებთან ერთად. საქმეებით კი სრული შეიქმნა რწმენა;
  10. იაკობის 2:24
    ხომ ხედავთ, საქმით მართლდება კაცი და არა მხოლოდ რწმენით.
  11. ებრაელთა 11:17
    რწმენით მიიყვანა აბრაჰამმა მსხვერპლად ისაკი, როცა გამოიცადა; და რაკი აღთქმა ჰქონდა, მხოლოდშობილსაც სწირავდა.
  12. 2 თესალონიკელთა 1:11
    ამიტომ გამუდმებით ვლოცულობთ თქვენთვის, რომ ჩვენმა ღმერთმა გაგხადოთ მოწოდების ღირსნი და ძალით სრულყოს ყოველგვარი სასიკეთო სურვილი და რწმენის საქმე.

← ყველა თემა „მ“-ზე