ბიბლიის მუხლები თემაზე
მონა თუ თავისუფალი
6 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- 1 კორინთელთა 7:22
ვინაიდან უფლის მიერ მოწოდებული მონა უფლის თავისუფალია; ისევე, როგორც მოწოდებული თავისუფალი - ქრისტეს მონაა.
- 1 კორინთელთა 12:13
ვინაიდან ყველანი ერთი სულით მოვინათლეთ ერთ სხეულად - იუდეველნი თუ წარმართნი, მონები თუ თავისუფალნი; და ყველას ერთი სული გვისვამს.
- ეფესელთა 6:8
იცოდეთ, რომ ყველა, ვინც სიკეთეს სჩადის, მასვე მიიღებს უფლისგან, მონა იქნება ის, თუ თავისუფალი.
- 2 პეტრეს 2:19
თავისუფლებას პირდებიან მათ, თვითონ კი გახრწნილების მონები არიან, რადგან ვინც რისგანაა ძლეული, მისივე მონაა.
- გამოცხადება 6:15-17
დედამიწის მეფეები და მთავრები, ათასისთავები, მდიდრები და ძლიერები, ყოველი მონა და თავისუფალი მღვიმეებსა და მთის გამოქვაბულებში შეიმალნენ. და ეუბნებოდნენ მთებსა და კლდეებს: „ზედ დაგვეცით და დაგვმალეთ ტახტზე მჯდომარის პირისგან და კრავის რისხვისგან; რადგან დადგა მათი დიდი რისხვის დღე და ვინ გაუძლებს?
- გამოცხადება 13:16
და ყველას - პატარებს და დიდებს, მდიდრებს და ღარიბებს, თავისუფლებს და მონებს - მიაღებინა ნიშანი მარჯვენა ხელზე ან შუბლზე.