მთავარითემები „მ“მოძღვრების გადაცემა

მოძღვრების გადაცემა

12 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ეზრა 7:10
    რადგან ეზრამ გულს-იდვა უფლის რჯულის ძიება, მისი შესრულება და წესისა და სამართლის სწავლება ისრაელში.
  2. მეორე რჯული 33:10
    ასწავლიან შენს კანონებს იაკობს და შენს რჯულს აუწყებენ ისრაელს, საკმეველს დებენ შენს წინაშე და სრულადდასაწველს – შენს საკურთხეველზე.
  3. მალაქია 2:6
    ჭეშმარიტი რჯული იყო მათ პირში და უკეთურება არ იპოვებოდა მათ ბაგეებზე. მშვიდობით და სიმართლით დადიოდნენ ჩემს წინაშე და მრავალი მოაქციეს ბოროტებისგან.
  4. მათეს 4:23
    და დადიოდა იესო მთელ გალილეაში, ასწავლიდა მათ სინაგოგებში, ქადაგებდა სასუფევლის სახარებას და კურნავდა ყოველგვარ სენსა და ყოველგვარ უძლურებას ხალხში.
  5. საქმეები 2:42
    და იყვნენ ისინი გამუდმებით მოციქულთა მოძღვრებაში, ზიარებაში, პურის გატეხასა და ლოცვებში.
  6. 2 ტიმოთეს 1:13
    მისდიე საღ სიტყვებს, რომლებიც ჩემგან მოისმინე, იმ რწმენით და სიყვარულით, რომელიც ქრისტე იესოშია.
  7. 1 კორინთელთა 15:3-5
    რადგან თავიდანვე გადმოგეცით ის, რაც მე თავად მივიღე, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენი ცოდვებისათვის, როგორც წერილებშია, რომ დაიმარხა და აღდგა მესამე დღეს, როგორც წერილებშია, და რომ გამოეცხადა კეფას და შემდეგ თორმეტს.
  8. 1 ტიმოთეს 3:16
    უცილობლად დიდია ღვთისმოსაობის საიდუმლო: ღმერთი გამოჩნდა ხორციელად, გამართლდა სულში, ეჩვენა ანგელოზებს, ნაქადაგები იქნა ერებს შორის, მიღებულ იქნა სამყაროში რწმენით და ამაღლდა დიდებით.
  9. 1 ტიმოთეს 5:17
    ხუცესნი, რომლებიც კარგი წინამძღოლები არიან, ორმაგი პატივის ღირსნი არიან, უფრო კი ისინი, რომელნიც იღწვიან ქადაგებითა და დამოძღვრით.
  10. იაკობის 3:1
    ჩემო ძმებო, ბევრნი ნუ გახდებით მასწავლებლები. იცოდეთ, რომ უფრო დიდ მსჯავრს მივიღებთ,
  11. ეფესელთა 4:11
    და მან დააყენა ერთნი მოციქულებად, მეორენი – წინასწარმეტყველებად, ზოგნი – მახარებლებად, ზოგნი – მწყემსებად და მოძღვრებად,
  12. საქმეები 13:1
    იყვნენ ანტიოქიაში, იქაურ ეკლესიაში, წინასწარმეტყველნი და მოძღვარნი: ბარნაბა და სიმეონი, ნიგერად წოდებული, ლუკიოს კვირინელი და მანაენი, ტეტრარქ ჰეროდეს ძუძუმტე, და სავლე.

← ყველა თემა „მ“-ზე