მთავარითემები „მ“მიქაელ მთავარანგელოზი

მიქაელ მთავარანგელოზი

7 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იუდა 1:9
    მიქაელ მთავარანგელოზმაც, ეშმაკთან პაექრობისას, მოსეს სხეულის გამო რომ ედავებოდა, ვერ გაბედა გმობის მსჯავრი წარმოეთქვა მის მიმართ, არამედ თქვა: „შეგრისხოს უფალმა!
  2. გამოცხადება 12:7-9
    შეიქნა ომი ცაში: და ებრძოდნენ მიქაელი და მისი ანგელოზები გველეშაპს; გველეშაპიც შეებრძოლა თავის ანგელოზებთან ერთად, მაგრამ ვერ გაუძლეს და აღარც ადგილი აღმოჩნდა მათთვის ცაში; და გადმოგდებულ იქნა დიდი გველეშაპი, ძველი გველი, ეშმაკი და სატანა რომ ჰქვია, მთელი წუთისოფლის მაცდუნებელი; და მისი ანგელოზებიც გადმოყრილ იქნენ მასთან ერთად.
  3. დანიელი 10:13
    მაგრამ სპარსეთის სამეფოს მთავარი მეწინააღმდეგებოდა ოცდაერთი დღე. და აჰა, მიქაელი, ერთ-ერთი პირველი მთავართაგან, მოვიდა ჩემს დასახმარებლად და იქ დავტოვე იგი სპარსეთის მეფესთან.
  4. დანიელი 12:1
    მიქაელი, დიადი მთავარი, აღდგება იმ დროს შენი ერის ძეთა დასაფარად; ისეთი უბედურების ჟამი დადგება, როგორიც ხალხის გაჩენიდან ამ დრომდე არ ყოფილა. იმ დროს ყველა გადარჩება შენი ერიდან, ვინც ჩაწერილი აღმოჩნდება წიგნში.
  5. 1 თესალონიკელთა 4:16
    ვინაიდან თვითონ უფალი ჩამოვა ციდან ბრძანების სიტყვით, მთავარანგელოზის ხმით და ღვთის საყვირით; და ჯერ ქრისტეში განსვენებულნი აღდგებიან;
  6. დანიელი 10:21
    თუმცა გაგიმხელ ჭეშმარიტების წერილში ჩაწერილს: არავინაა, ვინც ამ საქმეში შემეწევა, გარდა მიქაელისა, თქვენი მთავრისა”.
  7. გამოცხადება 12:8-9
    მაგრამ ვერ გაუძლეს და აღარც ადგილი აღმოჩნდა მათთვის ცაში; და გადმოგდებულ იქნა დიდი გველეშაპი, ძველი გველი, ეშმაკი და სატანა რომ ჰქვია, მთელი წუთისოფლის მაცდუნებელი; და მისი ანგელოზებიც გადმოყრილ იქნენ მასთან ერთად.

← ყველა თემა „მ“-ზე