მთავარითემები „მ“მიმზიდველობა

მიმზიდველობა

10 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იგავნი 31:30
    მაცდურია მშვენიერება და ამაოა სილამაზე, უფლის მოშიში ქალი კი ქებულია.
  2. იგავნი 26:24-25
    ენით თავს მოაჩვენებს მტერი, გულში კი მზაკვრობა უდევს. ნუ ენდობი მას, როცა ხმას ინაზებს, რადგან შვიდი სიბილწეა მის გულში.
  3. იგავნი 6:25-26
    გულში ნუ ჩაგეჭრება მისი მშვენება, და ნუ დაგატყვევებს თავისი წამწამებით, რადგან მეძავის ფასი ნატეხი პურია, სხვისი ცოლი კი მთელი შენი სიცოცხლის მომნადირებელია.
  4. 2 კორინთელთა 11:3
    მაგრამ ვშიშობ, რომ როგორც გველმა თავისი მზაკვრობით აცდუნა ევა, ასევე არ გაირყვნეს თქვენი აზროვნება და არ გარდახდეთ ქრისტესმიერ სიწრფელესა და სიწმიდეს.
  5. დაბადება 3:1-5
    გველი ყველაზე ცბიერი იყო ველის ცხოველთა შორის, რომლებიც კი შექმნა უფალმა ღმერთმა. და უთხრა გველმა დედაკაცს: „მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის არც ერთი ხის ნაყოფი არ ჭამოთო?“ და მიუგო დედაკაცმა გველს: „რაც კი ბაღშია, ყველა ხის ნაყოფი გვეჭმევა, ოღონდ შუაგულ ბაღში რომ ხე დგას, იმის ნაყოფს ნუ შეჭამთო, გვითხრა ღმერთმა; არ გაეკაროთ, თორემ დაიხოცებითო.“ და უთხრა გველმა დედაკაცს: „არ დაიხოცებით. მაგრამ იცის ღმერთმა, რომ როგორც კი შეჭამთ, თვალი აგეხილებათ და შეიქმნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი.
  6. მათეს 4:1-11
    მაშინ აყვანილ იქნა იესო სულის მიერ უდაბნოში ეშმაკისაგან გამოსაცდელად. და ორმოც დღეს და ორმოც ღამეს იმარხულა და ბოლოს მოშივდა. და მიუხდა მას მაცდური და უთხრა: „თუ ღმერთის ძე ხარ, თქვი, რომ ეს ქვები პურებად იქცნენ.“ ხოლო მან მიუგო და უთხრა: „დაწერილია, ‘არა მხოლოდ პურით ცოცხლობს ადამიანი, არამედ ღმერთის პირიდან გამომავალი ყოველი სიტყვით.’“ მაშინ წაიყვანა იგი ეშმაკმა წმიდა ქალაქში და დააყენა ტაძრის ქიმზე. და უთხრა მას: „თუ ღმერთის ძე ხარ, გადაიგდე თავი ძირს, რადგან დაწერილია: ‘თავის ანგელოზებს უბრძანებს შენზე და ისინი ხელში აყვანილს გატარებენ, რათა ფეხი არ წამოჰკრა ქვას.’“ უთხრა მას იესომ – დაწერილია ასევე: „არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი.“ წაიყვანა კვლავ იგი ეშმაკმა ძალიან მაღალ მთაზე, უჩვენა ქვეყნიერების ყველა სამეფო და მათი დიდება. და უთხრა მას: „ყოველივე ამას შენ მოგცემ, თუ დაემხობი და თაყვანს მცემ მე.“ მაშინ ეუბნება მას იესო: „განვედ, სატანავ, რადგან დაწერილია: ‘უფალს შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე.’“ მაშინ დატოვა იგი ეშმაკმა და, აჰა, ანგელოზები მიეახლნენ და ემსახურებოდნენ მას.
  7. რომაელთა 16:18
    ვინაიდან ასეთი ადამიანები ემსახურებიან არა ჩვენს უფალს იესო ქრისტეს, არამედ თავიანთ მუცელს და ლამაზი სიტყვებით და მოფერებით აცდუნებენ უმანკოთა გულებს.
  8. 2 პეტრეს 2:18
    ვინაიდან მაღალფარდოვანი ლაქლაქით ხორციელ გულისთქმებში და გარყვნილებაში ითრევენ იმათ, ვინც ეს-ესაა ჩამოსცილდნენ ცდომილებაში მყოფთ.
  9. ეფესელთა 4:14
    რათა აღარ ვიყოთ ბავშვები, რომელთაც არყევს და იტაცებს მოძღვრების ყველა ქარი, მოწოდებული ადამიანთა ცბიერებით, ცდუნების მზაკვრული ხელოვნებით,
  10. ეფესელთა 5:6
    არავინ გაცდუნოთ ფუჭი სიტყვებით, რადგან ამისათვის ღმერთის რისხვა ეწევა ურჩ შვილებს.

← ყველა თემა „მ“-ზე