მთავარითემები „მ“მიძღვნა ახალ აღთქმაში

მიძღვნა ახალ აღთქმაში

10 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. რომაელთა 12:1
    ამრიგად, შეგაგონებთ, ძმებო, ღვთის წყალობებით, რომ შესწიროთ თქვენი სხეული ცოცხალ, წმიდა, ღვთის სასურველ მსხვერპლად, რაც თქვენი სულიერი მსახურება იქნება.
  2. მათეს 6:24
    არავის არ შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს: ან ერთს შეიძულებს და მეორეს შეიყვარებს, ანდა ერთს შეეთვისება და მეორეს დაამცირებს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და სიმდიდრესაც.
  3. მათეს 19:29
    ყველა, ვინც მიატოვა სახლი ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან შვილები, ან ყანები ჩემი სახელის გულისათვის, ასმაგად მიიღებს და საუკუნო სიცოცხლეს დაიმკვიდრებს.
  4. საქმეები 4:36-37
    ასევე იოსებმაც, რომელსაც მოციქულებმა ბარნაბა შეარქვეს (რაც ნუგეშისცემის ძედ ითარგმნება), ლევიანმა, წარმოშობით კვიპროსელმა, გაყიდა თავისი ყანა, ფული მოიტანა და მოციქულთა ფეხთით დადო.
  5. რომაელთა 6:13
    ნურც მისცემთ თქვენს ასოებს ცოდვას უსამართლობის იარაღად, არამედ წარუდგინეთ ღმერთს თქვენი თავი, როგორც მკვდრეთით გაცოცხლებულებმა, და თქვენი ასოები სიმართლის იარაღად მიუძღვენით ღმერთს.
  6. 1 კორინთელთა 16:1-2
    რაც შეეხება წმიდათათვის შესაწირავს, როგორც გალატიის ეკლესიებს დავუწესე, თქვენც ისე მოიქეცით. კვირის პირველ დღეს თითოეულმა თქვენგანმა გადადოს და შეინახოს თავისი მონაგებიდან თავისთან, რათა ჩემი მოსვლისას არ იწყებოდეს შეგროვება.
  7. 1 ტიმოთეს 5:11
    ახალგაზრდა ქვრივებს კი მოერიდე, რადგან ხშირად ისინი ვნებებით აღძრულნი შორდებიან ქრისტეს და გათხოვების სურვილი უჩნდებათ.
  8. კოლოსელთა 3:17
    და ყოველივე, რასაც თქვენ აკეთებთ სიტყვით თუ საქმით, გააკეთეთ უფალი იესოს სახელით და მადლობა შესწირეთ მამა ღმერთს მის მიერ.
  9. 1 კორინთელთა 10:31
    ამიტომ ჭამთ, სვამთ თუ სხვა რამეს აკეთებთ, ყველაფერი ღმერთის სადიდებლად აკეთეთ.
  10. ეფესელთა 5:21
    დაემორჩილეთ ერთმანეთს ქრისტეს მოშიშებით.

← ყველა თემა „მ“-ზე