მთავარითემები „მ“მეტაფიზიკა

მეტაფიზიკა

12 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იოანეს 20:26
    რვა დღის შემდეგ კვლავ შინ იყვნენ მოწაფენი; თომაც მათთან ერთად იყო. კარჩაკეტილში მოვიდა იესო, შუაში დადგა და თქვა: „მშვიდობა თქვენდა”.
  2. დაბადება 1:1
    დასაწყისში ღმერთმა შექმნა ცანი და მიწა.
  3. გამოსვლა 3:2
    და გამოეცხადა მას უფლის ანგელოზი ცეცხლის ალში მაყვლოვანის შუაგულიდან. ხედავს: „ცეცხლმოდებულია მაყვლოვანი, მაგრამ არ იწვის მაყვლის ბუჩქი.
  4. მარკოზის 6:41-42
    აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ზეცას ახედა, აკურთხა, პურები დატეხა და მოწაფეებს მისცა, რომ მათთვის ჩამოერიგებინათ. ორი თევზიც ყველას გაუნაწილა. ყველამ ჭამა და გაძღა.
  5. გამოცხადება 1:10
    სულში ვიყავი უფლის დღეს და უკნიდან შემომესმა დიდი ხმა, მსგავსი საყვირის ხმისა.
  6. იოანეს 3:8
    ქარი ქრის, სადაც მოისურვებს; მისი ხმა გესმის, მაგრამ არ იცი, საიდან მოდის და სად მიდის. ასევეა ყველა, ვინც სულისგან არის შობილი”.
  7. დაბადება 5:24
    ღმერთთან დადიოდა ენოქი და აღარსად იყო, რადგან ღმერთმა აიყვანა იგი.
  8. 4 მეფეთა 2:11
    როცა მიდიოდნენ და საუბრობდნენ, აჰა, გამოჩნდა ცეცხლოვანი ეტლი და ცეცხლოვანი ცხენები, განაშორა ორნი ერთმანეთს და ზეცაში ავიდა ელია ქარბორბალით.
  9. 1 კორინთელთა 15:51
    აი, საიდუმლოს გეუბნებით: ყველანი არ განვისვენებთ, მაგრამ ყველანი შევიცვლებით;
  10. 1 თესალონიკელთა 4:17
    შემდეგ კი ჩვენ, ცოცხლად დარჩენილები, მათთან ერთად ვიქნებით ატაცებულნი ღრუბლებში, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს და ამგვარად, უფალთან ვიქნებით სამარადისოდ.
  11. მათეს 14:29
    უთხრა: „მოდი!” პეტრე გადმოვიდა ნავიდან და წყალზე გაიარა, რათა იესოსთან მისულიყო.
  12. საქმეები 1:9
    ეს თქვა და მათ თვალწინ ამაღლდა და ღრუბელმა მოაფარა მათ თვალთაგან.

← ყველა თემა „მ“-ზე